ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში და ქვეყანაში თენდება ბომბების წვიმის გარეშე

 „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენ მშვიდობიან ქვეყანაში ვიღვიძებთ, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა,  ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში, ქვეყანაში თენდება ბომბების წვიმის გარეშე, რასაც ბევრი ჩვენი ოპოზიციონერი ნატრულობდა რუსთაველის გამზირზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიამ ისაუბრა იმ შეტევასა და ზეწოლაზე, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ხორციელდებოდა ევროპიდან და აშშ-დან.

„კარგად გახსოვთ, როგორი ზეწოლა მოდიოდა ევროპიდან და აშშ-დან. კარგად გახსოვთ ის თითოეული ეროვნული, მშვიდობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა ომის [რუსეთ-უკრაინის] დაწყების დღიდან. ზოგჯერ როგორ არაპოპულარულად ჟღერდა ეს გადაწყვეტილებები. იმ პერიოდში, როდესაც ასეთი მასობრივი შეტევა მიდიოდა ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებაზე, ჩვენ მაინც გავატარეთ ის პოლიტიკური ხაზი, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკას მიესადაგება, მოვედით დღევანდელ დღემდე და დღეს უკვე ვხედავთ როგორი რიტორიკაა და საითკენ იცვლება ყველაფერი“, - აცხადებს კირცხალია.

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ასევე, ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა  ქმედითი ნაბიჯები გადადგა საქართველომ უკრაინის მიმართ.

„არ არსებობდა უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკური რეზოლუცია ან დოკუმენტი, რომელსაც საქართველო არ შეუერთდა. ჩვენი შესაძლებლობებიდან და მშვიდობის პოლიტიკიდან გამომდინარე აბსოლუტურად ყველაფერში გვერდში ვედექით უკრაინას და რა მივიღეთ?! ელჩის გაწვევა, ბულინგი და ზეწოლა ყველა იმ აქაური მარიონეტისგან, რომელიც „დიფ სთეითის“ მანქანის მიერ იმართებოდა. უნდა გაჩერდეს ეს ყველაფერი, რეალურად უნდა დამშვიდდეს ეს სიტუაცია. ძალიან  მალე ვუსურვებ უკრაინას მშვიდობას“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740405638

ახალი ამბები

„საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია, მთავარი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს“ - ირაკლი ზარქუა

„საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია. მთავარი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს, რასაც ჩვენ ვამბობთ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაც...

პოლიტიკოსი

1740404772

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე მასატო კანდას ADB-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მასატო კანდას აზიის განვითარების ბანკის (ADB) მე-11 პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე წერს, აზიის განვითარების ბან...

ირაკლი კობახიძე

1740403638

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8153 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8049 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1740402051

ახალი ამბები

პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ დაარეგისტრირა

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა და მათი შემდგომი განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა. ბიურომ დაარეგისტრირა ახალი საკანონმდებლო ინ...

პარლამენტის ბიურო

1740401009

ახალი ამბები

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი: Forbes Georgia-ს დეზინფორმაციული სტატიის მიზანი ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება კი არ იყო, არამედ ჟურნალისტი კონკრეტული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგით ხელმძღვანელობდა

„ცალსახაა ჟურნალისტის მცდელობა, უძრავ ქონებასთან და მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული აბსოლუტურად სტანდარტული სამართლებრივი პროცედურები წარმოაჩინოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესა...

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი