როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.
ქ. თბილისში 16 აპრილს იწვიმებს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 16 აპრილს დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, 17 აპრილს კი +20 გრადუსამდე დათბება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16-17 აპრილს გამოიდარებს და +17,+19 გრადუსამდე დათბება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 16-17 აპრილს გამოიდარებს და +18, +20 გრადუსამდე დათბება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 16 აპრილს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 17 აპრილს გამოიდარებს და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +15,+20 გრადუსამდე დათბება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +15,+20 გრადუსამდე დათბება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +14,+19 გრადუსამდე დათბება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +8, +13 გრადუსამდე დათბება.
1744791981
ახალი ამბებიაღდგომის დღეებში, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
აღდგომის დღეებში, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქ...
1744791772
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: დადასტურდა, რომ გახარია თავის გუნდთან ერთად იმ აგენტურულ ქსელს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით მოქმედებს დედა პარტიის სახით
დადასტურდა, რომ გიორგი გახარია თავის გუნდთან ერთად იმ აგენტურულ ქსელს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით მოქმედებს დედა პარტიის სახით, საქართველოს ფარგლებს გარეთ კი მათი...
1744790516
ახალი ამბებითამაზ მოლაშვილი შვილის საპატიმროში ყოფნის პირობებზე: საკანში საჭმელი მიუტანიათ, ბადრაგი მივიდა და პირიდან გამოგლიჯა საჭმელი
საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც თავისი ვაჟის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სი...
1744790283
ახალი ამბებიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული 2,5 ტონა პლასტიკის პარკი დალუქა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული დაახლოებით 2,5 ტონა პლასტიკის პარკი დალუქა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „დალუქულ...
1744789431
ახალი ამბებითამაზ მოლაშვილი სულხან მოლაშვილის ციხეში წამებაზე: შვილის გარდაცვალებას მტერს არ ვუსურვებ, სულ სხვა გრძნობაა, ასე გამაუბედურა მიშა სააკაშვილმა
წამება მდგომარეობდა, რომ საკანში არ იყო სინათლე, ის მუდმივად სიბნელეში იმყოფებოდა; არ იყო ჰაერი, გარდა პატარა ჭუჭრუტანისა, სადაც პირი ან ცხვირი უნდა მიედო პატიმარს, რომ შეესუნთქა ჰაერი, არ ჰქონდა დასა...