"სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, სასამართლო გაუქმებულია" - ბექა ბასილაია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასიალაის შეფასებით, დღეს მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ  წაართვეს დაცვის უფლება და სასამართლო სასამართლო გაუქმებულია.

„ჯერ კიდევ შაბათს იცოდა სასამართლომ, რომ პენიტენციური სამსახური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლოში. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის ფონზე, მაშინ, როდესაც ყოველ წუთს ვსაუბრობთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა შედგეს, უნდა მიეცეს პროცესზე დასწრების საშუალება, პენიტენციურ სამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და სასამართლოც ალბათ, ტექნიკურ მიზეზს იტყვის. შაბათს ეს პოზიცია უკვე არსებობდა, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს აქ, პროცესზე არ მოიყვანდნენ. სასამართლო პროცესი დღეს არ ჩაინიშნა იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა. სწორედაც ბადრი კოჭლამაზაშვილი პირადად იღებდა დავალებას, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ იქნებოდა იმდენად მძიმე, რომ მიზეზად მოეტანა პენიტენციურ სამსახურს, რომ სააკაშვილის გადმოყვანა მის ჯანმრთელობას შეუქმნიდა საფრთხეს, იქამდე არაფრის დიდებით არ ჩაინიშნა პროცესი. გვახსოვს, 10 ნოემბერს სააკაშვილს ჯერ კიდევ შეეძლო სასამართლოში მოსვლა, მაგრამ არ მოიყვანეს. ახლა უნდათ ეს ფორმალურ მიზეზად მოიტანონ

ყველას კარგად ესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო სისტემა არ არსებობს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ „მსჯავრდებულ სააკაშვილს ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის“.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება.

ამავე თემაზე:
🔵პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში არ მივიყვანთ

🔵"პიჯაკების საქმე"-მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი

1740765093

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...

ლევან მაჭავარიანი

1740764801

ახალი ამბები

სუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...

ზოგადი