პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში არ მივიყვანთ

„სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო სხდომაში, ასევე შესაძლებელია სასამართლო სხდომის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გამართვა“, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც უწყებაში ამტკიცებენ, გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე მიიღეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს“, - წერს პენიტენციური სამსახური.
უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, რის გამოც სასამართლო პროცესზე მისი დასწრება რისკს წარმოადგენეს მისი ჯანმრთელობისთვის.
„აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად და უწყებიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.“- ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ამავე თემაზე:
🔵"პიჯაკების საქმე"-მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
1740774385
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...
1740773270
მსოფლიომარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...
1740773148
მსოფლიოთეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვ...
1740772308
მსოფლიოზელენსკი: მადლობა პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს - უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი დატოვა დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ. „მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლ...
1740770674
მსოფლიოილონ მასკი: ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი ხალხის თვალში გაანადგურა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. „ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი...