სააკაშვილს კაცობა რომ ჰქონდეს, შიმშილობას მხოლოდ ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  განაცხადებით, ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი.

როგორც კობახიძე ამბობს, სააკაშვილს კაცობა რომ ჰქონდეს, შიმშილობას მხოლოდ ამის გამო შეწყვეტდა.

„ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი, ეს უპასუხისმგებლო კაცი. მას ელემენტარული კაცობა რომ ჰქონდეს, რა თქმა უნდა, შიმშილობას მხოლოდ ამის გამო შეწყვეტდა, თუმცა მას კაცობის არაფერი სცხია.

მან ეს დაამტკიცა ცხრა წლის მანძილზე, როცა მმართველობაში იყო და როცა ოპოზიციის ლიდერი იყო. მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, ეს პასუხისმგებლობა გააცნობიეროს, თუმცა ამ შემთხვევაში, ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება უნდა შეასრულოს, „რითაც ბოლო მოეღება იმ უბედურებას, რაც საზოგადოებისთვის მომაბეზრებელია“.

ამავე თემაზე:
🔵ელენე ხოშტარიას მდგომარეობა გართულდა პარლამენტში ეტლი მიიტანეს

🔵ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია - ელენე ხოშტარიას დედა საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741629661

მსოფლიო

ილონ მასკი: X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა

სოციალური ქსელი X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით შეტევებს, მაგრამ [დღეს] ეს განხორციელდა დიდი რესურსებ...

ილონ მასკი

1741626192

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი - ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მდინარაძემ აღნი...

მამუკა მდინარაძე

1741626151

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების...

 მამუკა მდინარაძე

1741626100

საზოგადოება

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფს...

მამუკა მდინარაძე

1741625030

სპორტი

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...

სპორტსმენი