„სააკაშვილს სურს ციხეს ადამიანების მასა მიაწყდეს, აჯანყება მოაწყოს“ - „ქართული ოცნების“ დეპუტატი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილს სურს ციხეს ადამიანების მასა მიაწყდეს, აჯანყება მოაწყოს, გამოიყვანონ ციხიდან და რევოლუციით რიგგარეშე არჩევნებს მიაღწიოს.
„ერთადერთი მისი შეწყალება პრეზიდენტს შეუძლია, რომელიც ამაზე უარს ამბობს“, - აცხადებს დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრისას.
„თქვენი მხრიდან კითხვა იყო, რომ დაგვესახელებინა, მიხეილ სააკაშვილმა როდის თქვა, რომ მას სურს, რევოლუცია ან აჯანყება. ამას ვეღარ მალავს და პირდაპირ ამბობს, რომ ციხიდან გამომიყვანეთ და რიგგარეშე არჩევნებს დავნიშნავო. გამომიყვანეთ ციხიდან რას ნიშნავს? მის მიმართ კანონიერი გადაწყვეტილება არსებობს და ერთადერთი მისი შეწყალება პრეზიდენტს შეუძლია, რომელიც ამაზე უარს ამბობს. ანუ, იმას გულისხმობს, რომ ციხეს ადამიანების მასა მიაწყდეს, აჯანყება და რევოლუცია მოაწყოს და ასე გამოიყვანოს ციხიდან და რევოლუციით რიგგარეშე არჩევნებს მიაღწიოს. ამით პირდაპირ საზოგადოებას მოუწოდა, არაკანონიერად შეიკრიბონ, ციხიდან არაკანონიერად დაიხსნას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას მიმართა და დაწერა: "30-ში საქართველოში საარჩევნო რევოლუცია მოხდა – ხალხმა საარჩევნო ყუთებთან ავტორიტარიზმი დაამარცხა. ახლა წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს, რომელიც საარჩევნო რევოლუციის შედეგებს გააფორმებს!"
1741186447
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება
იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...
1741185632
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა
ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...
1741182783
სპორტითბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ცნობილია ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა: 60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი; 66 კგ – თემურ...
1741181949
სპორტიარნე სლოტი კვარაცხელიაზე: დიდებული ფეხბურთელია
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის თამაშების ყურება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი...