საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე 23 იანვარს, 00:00-დან 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

აღნიშნულის შესახებ თბილისის მერია იუწყება და შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილების სქემას ავრცელებს.

„სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით“, - ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737548326

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება - რუსეთი ტრამპთან კომუნიკაციისთვის შიდა სამუშაოებს ახორციელებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების კომუნიკაციის საკითხი ჯერ შეთანხმებული არ არის. როგორც რიაბკოვმა რუსულ მედიას განუ...

რუსეთი

1737543298

მსოფლიო

ილონ მასკმა ვარშავის ცათამბჯენში ბინა იყიდა

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ცათამბჯენში 6 მლნ. დოლარად ბინა იყიდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. პოლონური მედიის ცნობით, მასკის ფეშენებელური ბინა 52-ე სართულზე მ...

ილონ მასკმა ვარშავის ცათამბჯენში ბინა იყიდა

1737542889

ახალი ამბები

ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება - ღვინის ეროვნული სააგენტო

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 1,4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ე...

ექსპორტი

1737540370

ახალი ამბები

„აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ეს ნიშნავს საწინააღმდეგო პროპაგანდის აკრძალვას, რასაც ტაშს უკრავდნენ შორიდან ზურაბიშვილი და ხაზარაძე“- ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მხოლოდ ორი სქესის არსებობის შესახებ. ანანიძის განცხადე...

 ცოტნე ანანიძე

1737537166

მსოფლიო

აშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, უამინდობის გამო დახურულია სკოლები, მაგისტრალები, ქვეყნის მასშტაბით გაუქმებულია 2200-...

ქარბუქი