რუსი დეპუტატი მიხეილ ლერმონტოვის დაღუპვის გამოძიებას მოითხოვს
რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი, სახალხო არტისტი ნიკოლაი ბურლიაევი ცნობილი რუსი პოეტის, მიხეილ ლერმონტოვის დაღუპვის გარემოებების გამოძიებას მოითხოვს. შესაბამისი თხოვნით მან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მიმართა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„გთხოვთ ჩაატაროთ დიდი რუსი პოეტის, მიხეილ ლერმონტოვის მკვლელობის გარემოებების გამოძიება. დაჟინებით მოვითხოვ, რომ გამოძიება იყოს თანამედროვე, მიუკერძოებელი და გამოყენებული იყოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელთ არსებული უახლესი ტექნოლოგიები“, - აცხადებს ნიკოლაი ბურლიაევი.
ბურლიაევის აზრით, ლერმონტოვის და რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის დაღუპვა შეიძლება ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს და მასთან „იმ დროის რუსოფობები“ იყვნენ დაკავშირებულები.
რუსი დეპუტატი ამბობს, რომ ლერმონტოვის დაღუპვის შემდეგ, 1841 წელს გამოძიება კეთილსინდისიერად არ ჩატარებულა. ბურლიაევი ამბობს, რომ ლერმონტოვის სხეულში ტყვიამ უცნაური ტრაექტორიით შეაღწია - ქვევიდან ზევით 40-გრადუსიანი კუთხით.
1986 წელს ნიკოლაი ბურლიაევმა გადაიღო მხატვრული ფილმი „ლერმონტოვი“, სადაც მთავარი როლი შეასრულა. მაშინ ეს ფილმი ეკრანებზე არ აჩვენეს, რასაც რეჟისორმა და მსახიობმა „მასონების შეთქმულება“ უწოდა.
1737546605
ახალი ამბებისაახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე 23 იანვარს, 00:00-დან 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერია იუწყება და შეზღუ...
1737543298
მსოფლიოილონ მასკმა ვარშავის ცათამბჯენში ბინა იყიდა
ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ცათამბჯენში 6 მლნ. დოლარად ბინა იყიდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. პოლონური მედიის ცნობით, მასკის ფეშენებელური ბინა 52-ე სართულზე მ...
1737542889
ახალი ამბებიქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება - ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 1,4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ე...
1737540370
ახალი ამბები„აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ეს ნიშნავს საწინააღმდეგო პროპაგანდის აკრძალვას, რასაც ტაშს უკრავდნენ შორიდან ზურაბიშვილი და ხაზარაძე“- ცოტნე ანანიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მხოლოდ ორი სქესის არსებობის შესახებ. ანანიძის განცხადე...
1737537166
მსოფლიოაშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, უამინდობის გამო დახურულია სკოლები, მაგისტრალები, ქვეყნის მასშტაბით გაუქმებულია 2200-...