საპატრიარქომ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს, მღვდელმოქმედება აუკრძალა

საქართველოს საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, დეკანოზის მიერ სასულიერო პირების მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მას მღვდელმოქმედება აეკრძალა.
"როგორც ცნობილი, 2021 წლის 11 თებერვლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძის მიერ წმინდა სინოდისა და ცალკეული სასულიერო პირების მიმართ მასმედიის საშუალებით პერმანენტულად გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომელთა შესწავლა დაევალა სინოდურ კომისიას.
ამა წლის 3 მარტს გამართულმა სინოდურმა კომისიამ მოისმინა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) პოზიცია დეკანოზ ილია ჭიღლაძის ქმედებებთან დაკავშირებით.
ამის საფუძველზე, მთავარეპისკოპოს ზენონს კომისიამ მიმართა თხოვნით, ახსნა-განმარტებისთვის გონივრულ ვადაში (კომისიის დასკვნიდან არა უგვიანეს სამი თვისა) უზრუნველეყო დეკანოზ ილია ჭიღლაძის გამოცხადება საქართველოს საპატრიარქოში სინოდური კომისიის წინაშე. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ამა წლის 14 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი გამოგზავნილ წერილში დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ:
,,მიზანშეწონილი იქნებოდა სინოდური კომისია დაუკავშირდეს უშუალოდ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და პირადად აცნობოს გამოძახებისა თუ სხვა ღონისძიებათა შესახებ“, რითაც მთავარეპისკოპოსმა ზენონმა თავი აარიდა სინოდური კომისიის ზემოაღნიშნულ თხოვნას.
ამის გათვალისწინებით, სინოდური კომისიის წევრების მხრიდან აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან, მთავარეპისკოპოს ზენონთან (იარაჯული) კომუნიკაციის შემდეგ, ამა წლის 25 ივნისს გამართულ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეკანოზი ილია (ირაკლი) ჭიღლაძე ერთი თვის ვადაში გამოცხადებულიყო საქართველოს ეკლესიის სინოდურ კომისიაზე, რის შესახებაც მას გაეგზავნა შეტყობინება კომისიის სახელით.
თუმცაღა, დეკანოზი ილია ჭიღლაძე არ გამოცხადდა მითითებულ ვადებში საქართველოს საპატრიარქოს სინოდურ კომისიაზე და არც რაიმე სახის განმარტება გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ დეკანოზი ილია (ირაკლი) ჭიღლაძის მხრიდან ზემოთ აღნიშნული ქმედებები 11 თებერვლის სინოდური განჩინების, ასევე 3 მარტისა და 25 ივნისის სინოდური კომისიის განჩინებების შემდეგაც არ შეწყვეტილა.
შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს სინოდური კომისიის ამა წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების, ასევე სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადების გამო, მოციქულთა 55-ე, 56-ე და 74-ე კანონების საფუძველზე, განეჩინა ყოველგვარი მღვდელმოქმედების აკრძალვა და მიეცა დრო სინანულისთვის.
საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საკითხი წარედგინება წმინდა სინოდის სხდომას", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
სხვა სიახლეები:
🔲 ილია მეორე ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ "ბასიანს" 20 წლის იუბილეს ულოცავს
1742023008
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე აშშ-ის ელჩის საგარეო უწყებაში მისვლაზე: აგენტურის ბევრ წარმომადგენელს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა
კარგია, რომ აშშ-ის ელჩი მიბრძანდა საგარეო უწყებაში და აღინიშნა, რომ საქართველოს ჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გ...
1742021393
მსოფლიოუკრაინის ხელისუფლება ჯგუფებს ქმნის, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიან შეთანხმებას შესრულებას გააკონტროლებენ
უკრაინის ხელისუფლებამ სპეციალური ჯგუფების შექმნა დაიწყო, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთანხმების შესრულებას გააკონტროლებენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განა...
1742019541
ახალი ამბებიჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ საღამოს მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამით დასრულდა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ საღამოს მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამით დასრულდა. მოკლული მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. თვითმხილველების ინ...
1741984923
საზოგადოებათბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. ამ დროისთვის, ტერიტორია საპატრულო პოლიციას აქვს შემოსაზღვრული, სადაც მოქალაქეებს არ უშვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულს უცნობმა ადამიანმა ცეცხლსასროლი...
1741982232
საზოგადოებასოსო გალუმაშვილი: უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ინვესტორები ენდობიან ამ ორგანიზაციებს და ალბათ, ქვეყანასაც
უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა, - წერს სოციალურ ქსელში ბიზნესკონსულტანტი, საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრ...