საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები დღეს ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები დღეს ნოვრუზ ბაირამის, გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

ნოვრუზი ახალ დღეს ნიშნავს და გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასწაულია.

2010 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკო-ს სამიტზე კი ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.

„ნოვრუზი მშვიდობისა და განახლების, იმედისა და მომავლის სიმბოლოა. რთული დრო დგას, მაგრამ დაე, ამ დღემ შეგვახსენოს, რომ იმედი არასდროს უნდა დავკარგოთ!

ჩვენს ყველა მოქალაქეს და ყველას, ვინც დღევანდელ დღეს ზეიმობს, ვულოცავ ნოვრუზის დღესასწაულს!“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

მარნეულში ჩავიდა ირაკლი ღარიბაშვილი და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.

„მე მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ყველა მუსლიმს, მივულოცო გულითადად დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი. ეს არის ახალი სიცოცხლის, განახლების დღე და მინდა ყველას მივულოცო ეს დღესასწაული.

მინდა მათ ოჯახებს ვუსურვო ჯანმრთელობა, ბაქარა, მშვიდობა და კეთილდღეობა. ჩვენთვის მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ყოველთვის ერთად ვქმნიდით და ვქმნით ჩვენი ქვეყნის საერთო ისტორიას. ამიტომ, ჩვენი მთავრობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ეთნიკურ აზერბაიჯანელს და თითოეულ მუსლიმს მათ მიერ, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში ნოვრუზ ბაირამი საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა 2010 წელს. ეს დღე წლებია, განსაკუთრებულად აღინიშნება მარნეულში. ეწყობა სახალხო დღესასწაული და ფეხით სეირნობა.

აზერბაიჯანული ოჯახები ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ამზადებენ ტრადიციულ კერძებს და ტკბილეულს, ეხმარებიან გაჭირვებულ მოსახლეობას.

ასევე საინტერესოა:

🔵 ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის მე-5 კოლონა, შულავერის კომიტეტი - ღარიბაშვილი ოპოზიციასა და აქციებზე

🔵 ვინ არის ქალი, რომელმაც ბავშვთა სახლის 30 აღსაზრდელი გადაარჩინა?
 

🔵 თავიდან აგვაცილებს ბევრ გაუგებრობას - რას წერს გია ხუხაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740731929

მსოფლიო

„პაპს ღამე კარგად ეძინა და ახლა ისვენებს“ - როგორია რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ვატიკანის ცნობით, რომის პაპის, ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა მედიკოსები, ოპტიმისტურ პროგნოზთან დაკავშირებით, სიფრთხილეს იჩენენ. „პაპს ღამე კარგად ეძინა, და ახლა ის ისვენებს“,...

იტალია

1740731785

მსოფლიო

ბორის სპასკი გარდაიცვალა

მოსკოვში 88 წლის ასაკში ჭადრაკში მსოფლიოს მე-10 ჩემპიონი ბორის სპასკი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. ბორის სპასკი 1937 წელს ლენინგრადში დაიბადა. ის...

ბორის სპასკი

1740729931

მსოფლიო

კაია კალასი ტრამპის განცხადებას უკრაინის ნატოში არმიღებაზე რუსულ ნარატივს უწოდებს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ მოხდება, რუსული ნარატივია. „ეს ბრალდებ...

კაია კალასი

1740728245

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი - გურიაში ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, ჯამში, 10 000 ყუთი, დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება

გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, ეს პროდუქტები და მედიკამენტები დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, – ამის შესახებ...

ლევან ჟორჟოლიანი

1740727814

ახალი ამბები

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა - საქსტატი

წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.1% შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვ...

ეკონომიკა გაიზარდა