საქართველოში „ომიკრონის“ BA.2 შტამიც ვრცელდება - ამირან გამყრელიძე

საქართველოში „ომიკრონის“ BA.2 შტამიც ვრცელდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი დადებითი შემთხვევების 90% „ომიკრონია“ და სწრაფი გავრცელების ტალღა შესაძლოა უკვე იდენტიფიცირებულ მეორე ქვეშტამს უკავშირდებოდეს.

„ომიკრონის“ ცირკულაცია ქვეყანაში მომატებულია. ჩვენი გათვლებით, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 90%, რაც ცირკულირებს არის "ომიკრონი". ასევე, მნიშვნელოვანია, რომ "ომიკრონის" ორი ქვეშტამიდან: BA1 და BA2 ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია. მეორე შტამს, როგორც საერთაშორისო ლიტერატურიდან ცნობილია ახასიათებს კიდევ უფრო სწრაფი გადადების უნარი და დიდი ალბათობით, რადგან ქვეყანაში სწრაფი ტალღაა, შესაძლებელია მასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, BA1- თან შედარებით ნაკლები აგრესიულობა ახასიათებს.

დღეს ჩვენი მხრიდან გზავნილი არის ის, რომ "ომიკრონის" ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გაიზრდება, ანუ შემთხვევათა რაოდენობა კიდევ მეტი გვექნება. დღეს რომ 15 ათასზე მეტია დაფიქსირებული, რეალურად უნდა ვიანგარიშოთ 3-4 ჯერ მეტი. ეს არის ის კლინიკური ფორმები, რომლებიც, თითქმის, უსიმპტომოდ აქვთ ადამიანებს ან მცირე სიმპტომებით მიმდინარეობს.

ისინი უნდა იყვნენ სახლში! არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა სახლშია. მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ თუ ეწყებათ რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი და ტემპერატურის მომატება, არ არის საჭირო რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ გაქვთ თუ არა და შტამი გაქვთ თუ არა. დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, რადგან 90 %-ში ცირკულირებს "ომიკრონის" შტამი ე.ი არის "ომიკრონი" და იყოთ სახლში! დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 112-ს და ოჯახის ექიმის საშუალებით, სიმპტომების მიხედვით მდგომარეობა მართოთ. 90% შემთხვევებში და მეტი ეს ჩაივლის რამდენიმე დღის, 3-4-5 დღის განმავლობაში, თითქმის, სიმპტომების გარეშე ან მცირეოდენი სიმპტომებით. 37-37.5 გრადუსი ტემპერატურით და ოდნავ ყელის ტკივილით. იცით ამ დროს რა უნდა გამოიყენოთ," - ამბობს ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის თქმით, კვლევის მიხედვით, დადასტურებული შემთხვევებიდან, მხოლოდ 1%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. ეპიდემიოლოგი საზოგადოებას მოუწოდებს არ აჰყვნენ პანიკას.

„ჩვენი კვლევებით, დაახლოებით 1600 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს გამოკვლეული და მათგან ჰოსპიტალიზაცია 16-მდე ადამიანს, 1%-ს დასჭირდა. იქიდან 13 ადამიანი სწრაფადვე გაეწერა, 3 რჩება, არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია და ხელოვნური ვენტილაცია. თუმცა, ამან არ უნდა დაგვამშვიდოს. "ომიკრონით" დაინფიცირების საშუალო ასაკი 33.7 წელი გვაქვს.

რაც შეეხება ბავშვებს, ბავშვების ხვედრითი წილი საერთო ინფიცირების არ არის გაზრდილი. 18-19%-ის ფარგლებშია 19 წლამდე ბავშვების წილი. შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ პანიკას ნუ მივეცემით! გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ იქნება მოსახლეობაში პანიკა!"- განაცხადა გამყრელიძემ.

ასევე საინტერესოა:

🔵 საბერძნეთში, თოვლის გამო ქუჩაში დარჩენილ მძღოლებს 2000 ევრო გადაეცემათ

🔵 „უნდა მოეგოს გონს ჩვენი ქვეყანა. შეინარჩუნოს და გადაარჩინოს ახალი თაობები, იმიტომ რომ ის თაობა, რომელმაც ემიგრაციაში 20 წლის წინ დაიწყო წამოსვლა, დაკარგულია“ - ემიგრანტი ჟურნალისტი იტალიიდან

🔵 საქართველო ცნობილ ქართველ მშვილდოსანს, ოლიმპიურ ჩემპიონს ქეთევან ლოსაბერიძეს ემშვიდობება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741508138

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

 2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

 მაკა ბოჭორიშვილი

1741506332

მსოფლიო

მასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა

„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი  მილიარდერი ილ...

ილონ მასკი

1741504157

ახალი ამბები

საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

 გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...

ამინდი

1741465889

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა

9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...

საქართველოს ნაკრებ

1741464309

მსოფლიო

ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს

ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...

ჩინეთიჩინეთი