პაატა სალია ოჯახური ღირებულებების კანონზე: ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ

ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი - მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას.
აღნიშნული რეზოლუცია საქართველოში მიღებულ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონს ეხებოდა.
სალიას თქმით, საქართველოს მისამართით ხშირ შემთხვევაში ურთიერთწინააღმდეგობრივი განცხადებები ისმის.
„ხშირ შემთხვევაში არის ურთიერთწინააღმდეგობრივი განცხადებები. ახლაც, ერთი მხრივ, როდესაც ევროსტრუქტურებში ცდილობენ ჩვენი დელეგაციების უფლებამოსილება არ ცნონ, ამავდროულად, იმ პარლამენტს, რომელმაც წარადგინა ეს დელეგაციები, სთხოვენ, რომ გააუქმოს ადრე მიღებული კანონი.
რაც შეეხება კანონს, ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ, არ არსებობს. მეტიც, ჩვენ ვხედავთ, როგორ შეიცვალა პოლიტიკა აშშ-ში 5 ნოემბრის არჩევნების და უშუალოდ, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება იმ ღირებულებებს, რაზედაც იდგა ევროპა, რაზედაც დგას მთელი დასავლეთი. იმედია, ევროპაც ადრე თუ გვიან და იმედი მაქვს, რომ მალე, დაუბრუნდება სწორედ იმ ღირებულებებს, რისთვისაც საქართველო ევროპისკენ მიიღწვის“, - აღნიშნა სალიამ.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ დროებითი რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმობილია პარლამენტის მიერ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი.
1741504157
ახალი ამბებისაქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...
1741465889
სპორტისაქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა
9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...
1741464309
მსოფლიოჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს
ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...
1741462307
მსოფლიოფრიდრიხ მერცის ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური გაერთიანების ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა. ბლოკის ლიდერმა, ფრიდრ...
1741461052
მსოფლიო„შემაძრწუნებელი ამბავი“ - აშშ-ის ელჩი უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშს ეხმაურება
აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ელჩმა აღნიშნა, „მშვიდობიანი მოსახლეობა ამ...