საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაიაფდება გრძელვადიან პერსპექტივაში - კახა კალაძე

ტარიფი არ გაზრდილა, შემოდის ახალი საგადასახადო სისტემა, აბონემენტები, რომელიც არის ყველა ევროპულ, განვითარებულ ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა არის მოწესრიგებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აქვთ სრული მონაცემები, რამდენი ადამიანი რამდენჯერ მგზავრობს დღის განმავლობაში.

„საქართველოშიც ეს სისტემა ინერგება. ამაზე ჩვენ 2017 წლიდან ვსაუბრობთ, როდესაც დავიწყეთ სატრანსპორტო რეფორმა. ეს არის რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი. ადამიანი თავად ირჩევს, რომელი აბონემენტის რომელი მიმართულება აიღოს. ეს შეიძლება იყოს ერთკვირიანი, რომელიც უფრო ტურისტებზეა გათვლილი; შეიძლება, იყოს ერთდღიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ერთწლიანი, მომხმარებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი აბონემენტი იქნება მისთვის მისაღები.

გვაქვს სრული მონაცემები, რამდენი ადამიანი რამდენჯერ მგზავრობს დღის განმავლობაში. შესაბამისად, ყველაფერი ჩვენზე უკეთ არავინ არ იცის. ამიტომ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს ყველაზე ხშირად, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაიაფდება გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სააბონემენტო ულიმიტო სისტემა ძალაში 1 თებერვლიდან შევა.

ასევე საინტერესოა:

🔵 თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა ერთი ლარი ეღირება

🔵 საფრანგეთში ჩემი ყოველთვიური შემოსავალი იმდენია, რომ... - რას წერს მწერალი დინა მირცხულავა?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740817706

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...

ააა

1740816504

მსოფლიო

რუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...

მარკო რუბიო

1740814184

ახალი ამბები

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...

ირაკლი კობახიძე

1740813527

ახალი ამბები

„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი

მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...

სოზარ სუბარი

1740810738

მსოფლიო

„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...

ტრამპი და ზელენსკი