შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

 პარლამენტის თავმჯდომარე შალვაპაპუაშვილი და პარლამენტის წევრები 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისდროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთიდანგადმოსვენებული პირების სამოქალაქოპანაშვიდს დაესწრნენ. სამოქალაქოპანაშვიდი წმინდა სამების საკათედროტაძარში გაიმართა.

პარლამენტის წევრებმა დაღუპულთაოჯახების წევრებს მიუსამძიმრეს. სამოქალაქო პანაშვიდზე პარლამენტისთავმჯდომარე და დეპუტატები, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილყაველაშვილთან, მინისტრთა კაბინეტისწევრებთან და აფხაზეთის ავტონომიურირესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებთანერთად იმყოფებოდნენ.

საქართველოში 1990-იანი წლებისშეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლისაგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომისშედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისმოძიების, იდენტიფიცირების დაოჯახებისთვის გადაცემის სახელმწიფოპროგრამის ფარგლებში, დამატებითმოძიებული და იდენტიფიცირებულიააფხაზეთის რეგიონში უგზო-უკვლოდდაკარგული 6 პირის ნეშტი. იდენტიფიცირებულ 6 პირიდან 5 სამხედროდა 1 მშვიდობიანი მოქალაქეა.

ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, იდენტიფიცირებულ პირებს, მათ შორისსამხედროებს, სათანადო პატივითსხვადასხვა ადგილზე დაკრძალავენ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვაპაპუაშვილმა განაცხადა, დღეს კიდევ გვყავს2000-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირიუგზო-უკვლოდ დაკარგული, როგორცაფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონშიკონფლიქტების დროს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოჯახს მიეცეს შესაძლებლობადაიტიროს საკუთარი ოჯახის წევრები.

„ამავე დროს, ეს ის მომენტია, როდესაც ვფიქრობთ ჩვენს იარებზე, რომელიც სამი ათეული წლის წინ გაგვეხსნა და რომელიც ყოველდღიურად თავს გვახსენებს. ჩვენ ასევე კარგად ვხედავთ, თუ რა ვიწროა ზღვარი მშვიდობასა და ომს შორის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო სამი წელიაყოველდღიური ჭიდილია ომსა დამშვიდობას შორის და ბევრს უნდოდა, რომეს ზღვარი საქართველოს გადაელახა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისმხარდაჭერამ, ჩვენი საზოგადოებისსიბრძნემ და ხელისუფლების სიმტკიცემსაქართველოს მშვიდობა შეუნარჩუნა.

„ბოლო სამი წელია ვხედავთ იმ ტრაგედიას, რომელიც უკრაინაში ტრიალებს და ვხედავთ ახალ მგლოვიარე ოჯახებს. ჩვენ საზოგადოებასაც ესმის ის, რომ ამ ზღვართან ძალიან ახლოს ვიყავით ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში. ბევრს უნდოდა, ჩვენთვის ებიძგა, რომ ეს ზღვარი გადაგველახა და ჩვენი ქვეყანა კვლავ მგლოვიარე ქვეყნად ქცეულიყო, მაგრამ საზოგადოება დადგა მტკიცედ, არ ავყევით არავის ყალბ და ცრუ მოწოდებებს“, - განაცხადა შალვაპაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742223782

ახალი ამბები

დაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ც...

დაკავება

1742222226

საზოგადოება

აშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება

2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1742220580

ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად. კანონპროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწ...

საქართველოს პარლამენტი

1742218825

მსოფლიო

საფრანგეთში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა - დაღუპულია 2 ჯარისკაცი

საფრანგეთში, პას-დე-კალეს რეგიონში მატარებელი და  სამხედრო მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ Le Figaro იტყობინება. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევის...

 მატარებელი ავტომობილს შეეჯახა

1742216890

ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7759 ლარი გახდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7759 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7755 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კუ...

ლარის კურსი, ვალუტა