პრემიერი: არ შეიძლება დავუშვათ ამ ქვეყანაში რადიკალური პოლიტიკის გარედან დაფინანსება, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები, ყველანაირი პროცესის წამომწყები, რაც პოლიტიკას უკავშირდება, შეიძლება იყოს ქართველი ხალხი და არავინ სხვა

ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ კონკრეტული დაფინანსების წყაროები გამოიყენებოდა ქვეყანაში ვითარების ასარევად და აქ საუბარია, ძირითადად, არსებითად NGO-ების დაფინანსებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი დაადასტურა.

„მანამდე გახსოვთ ოპოზიციის გზავნილები, როცა ჩვენ განვიხილავდით, ვიღებდით გამჭვირვალობის შესახებ კანონს, როგორ შეიძლებოდა რაიმე ნეგატიური გვეფიქრა დასავლურ დაფინანსებაზე, საიდანაც არ უნდა წამოსულიყო ეს დაფინანსება. პირდაპირ, ცხადად, შესაბამისმა სახელმწიფომ თავად განაცხადა ის, რომ მათი გადასახადის გადამხდელის ფული გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ეს იყო საქართველოც, ვითარების ასარევად. ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის შესახებ რეგულაციების კიდევ უფრო მეტად დახვეწა და ამაზე მუშაობს, ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტი. მართალია, USAID-ის და NED-ის მიმართულებით არის არსებითი ცვლილებები, მაგრამ ბუნებრივია, მარტივად შეუძლია deep state-ს გადაალაგოს დაფინანსების წყაროები და დაფინანსების მექანიზმები. თქვენ ხედავთ, რომ როდესაც საუბარია ომის გახანგრძლივებაზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა უარი ომის გახანგრძლივების დაფინანსებაზე, მაგრამ ახლა ცდილობენ, რომ ევროპის ხელით გადაალაგონ ომის დაფინანსების გახანგრძლივება. იგივე ტენდენციებს ვხედავთ ჩვენ, როდესაც საქმე ეხება საქართველოში NGO-ების დაფინანსებას, რევოლუციური ინტერესების დაფინანსებას, აქაც ვხედავთ გარკვეული გადალაგების მცდელობას. ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენ, ბუნებრივია, გამჭვირვალობის შესახებ კანონი. მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა დონორ ორგანიზაციას, USAID, NED, თუ რაიმე სხვა, მათ შორის EED. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზაცია, ევროპული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია, რომელიც მოიაზრება, როგორც NED-ის ერთგვარი ევროპული ასლი, ევროპის დემოკრატიის ფონდი, ე.წ. დემოკრატიის ფონდი, რომელიც საქართველოში პირდაპირ აფინანსებდა და დღემდე აფინანსებს რევოლუციურ პროცესებს, პირდაპირ აფინანსებდა რადიკალურ პარტიებსაც კი, რაც არის საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და ზოგადად, სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის კანონი უნდა დაუპირისპირდეს დაფინანსების ნებისმიერ წყაროს, იქნება ეს ამერიკული, ევროპული, თუ ნებისმიერი სხვა წყარო. ჩვენ არ შეიძლება, დავუშვათ ამ ქვეყანაში ჯერ პოლიტიკის გარედან დაფინანსება და მით უმეტეს რადიკალური პოლიტიკის გარედან დაფინანსება. ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ყველანაირი პროცესის წამომწყები, რაც პოლიტიკას უკავშირდება პირდაპირ თუ არაპირდაპირ, შეიძლება იყოს ერთადერთი სუბიექტი, ეს არის ქართველი ხალხი და არავინ სხვა. არავინ არ შეიძლება გარე დაფინანსების საფუძველზე სცადოს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების რაიმე ფორმით შეცვლა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742223782

ახალი ამბები

დაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ც...

დაკავება

1742222226

საზოგადოება

აშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება

2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1742220580

ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად. კანონპროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწ...

საქართველოს პარლამენტი

1742218825

მსოფლიო

საფრანგეთში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა - დაღუპულია 2 ჯარისკაცი

საფრანგეთში, პას-დე-კალეს რეგიონში მატარებელი და  სამხედრო მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ Le Figaro იტყობინება. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევის...

 მატარებელი ავტომობილს შეეჯახა

1742216890

ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7759 ლარი გახდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7759 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7755 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კუ...

ლარის კურსი, ვალუტა