შალვა პაპუაშვილი: გუშინ პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით - მოველი საელჩოების მხრიდან შენობაზე თავდასხმის დაგმობას, მით უმეტეს, რომ ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა

გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით - მოველი საელჩოების მხრიდან შენობაზე თავდასხმის დაგმობას, მით უმეტეს, რომ ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე.
პაპუაშვილის განცხადებით, „ენჯეოთა“ გაერთიანება „ადამიანის უფლებათა სახლი“, პროკურატურის გამოძიების თანახმად, პარლამენტთან ძალადობაში ჩართულ აქციის მონაწილეებს დაკისრებული კანონიერი ჯარიმებისთვის თავის არიდებაში ეხმარებოდა.
„ორი დღის წინ ჩეხეთის, გერმანიის, ნორვეგიის ელჩები და ბრიტანეთის და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლები ესტუმრნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს „ენჯეოთა“ გაერთიანებას „ადამიანის უფლებათა სახლს“, რომელიც, პროკურატურის გამოძიების თანახმად, ეხმარებოდა პარლამენტთან ძალადობაში ჩართულ აქციის მონაწილეებს დაკისრებული კანონიერი ჯარიმებისთვის თავის არიდებაში, რაც, ამავე დროს, შემდგომი ძალადობისთვის კარტ-ბლანშის მიცემა და მისი წახალისებაა.
გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით. მოველი ამ საელჩოების მხრიდან პარლამენტის შენობაზე თავდასხმის დაგმობას. მით უმეტეს, რომ ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
1743597651
ახალი ამბებიწულუკიანი: ვისაც ვიწვევთ კომისიის სხდომაზე, ჩვენ არ ვხუმრობთ, სერიოზულად ვუდგებით საკითხს, მოლოდინი გვაქვს, მოწვეული პირებიც სერიოზულად მიუდგებიან პროცესს
„მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა და უკვე დაიწყება სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. დაველოდებით არსებით განხილვას. იქ უკვე გადაწყვეტილების...
1743596880
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე მამაზე: სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, 47 წლის კაცი, რომელიც ჯან-ღონით სავსე იყო ციხის ტუალეტში გაგუდეს
ციხეში მომიწია 6 წელი, 11 თვისა და 1 კვირის გატარება. ნახევარი თუ არა ნახევრის ნახევარი საქართველო მაინც იჯდა ციხეში, ციხეში ვიყავი-თქო, ცუდი იყო ძალიან, მაგრამ გაცილებით ცუდია ის ფაქტი, რომ დღეს მე მ...
1743595947
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე მისი დაკავების ფაქტზე - 2006 წლის 6 იანვარს, სამი ბრალდებით გამიშვეს ციხეში 14 წლის ასაკში
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1743594161
ახალი ამბებისან-ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდება
აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომლის მეშვეობით ქართული სტარტაპ კომპანიები უფრო მარტივად შეძლებენ უცხოეთის ბაზრებზე გასვლასა და საერთაშორ...
1743593603
ახალი ამბებიპაპუაშვილი: სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა ტრაგედიების მოსმენის ფონზე, ჩეხეთის საელჩოსგან ტერმინ „დემოკრატიის შუქურის“ დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა უცოდინრობაა ან ცინიზმი
„ტერმინი „დემოკრატიის შუქურა“ მჭიდროდ არის დაკავშირებული სააკაშვილთან, მათ შორის, როგორც უცხოელი აქტორებისგან სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხელის დაფარების სიმბოლო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლ...