შალვა პაპუაშვილი კულებას განცხადებაზე: როგორც ჩანს, ზოგიერთს კანონები მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც საქმე არა სხვა ხალხს, არამედ საკუთარ შვილს ეხება

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებას, რომ მის შვილს ომში მოხალისედ წასვლა ძლივს გადააფიქრებინა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე კულება საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას ითხოვდა.

„ძლივს გადავაფიქრებინე ჩემს შვილს ომში მოხალისედ წასვლა - თქვა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, მინისტრი კულება საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას ითხოვდა, რაც საქართველოს ომში ჩართვის ტოლფასი იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, ვისაც უკრაინის ხელისუფლებამ მებრძოლების გაგზავნა მოსთხოვა.

როდესაც ამაზე უარი მიიღო, საპასუხოდ, კულებამ უკრაინის ელჩი გაიწვია, აქაურმა ოპოზიციამ და ენჯეოებმა კი რუსთაველზე საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომლის მოთხოვნა, რუსეთის სანქცირებასთან ერთად, ხელისუფლების ორგანიზებით ქართველების ომში გაგზავნა იყო. იმ აქციებისას მაშინდელი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ წარმოთქმული ფრაზა კი - „ბომბებით გამოწვეული წვა მირჩევნია, მთავრობის უარით განცდილ სირცხვილს“ - ისტორიას დარჩა.

ახლა კი უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი უკრაინის კანონის მუხლებში ცდილობს მოძებნოს გამართლება, თუ რატომ არ უნდა წავიდეს მისი 18 წლის შვილი ომში უკრაინის დასაცავად.

საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სარგებელზე უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა დანილოვმა, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეშივე ისაუბრა, როდესაც თქვა, რომ საქართველო მისი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყოს დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა, რადგან რუსეთს „საქმე გამოუჩნდებოდა გარდა იმისა, რომ უკრაინული ქალაქები და სოფლები გაენადგურებინა და უკრაინელი ბავშვები და ქალები დაეხოცა“.

მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნით საქართველოზე ზეწოლა, უკრაინის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთს კანონები მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც საქმე არა სხვა ხალხს, არამედ საკუთარ შვილს ეხება“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736773205

მსოფლიო

ინდოეთში დაიწყო ფესტივალი, რომელიც 144 წელიწადში ერთხელ იმართება და 400 მლნ ადამიანი მიიღებს მონაწილეობას

ინდოეთში დაიწყო ფესტივალი, რომელიც 144 წელიწადში ერთხელ იმართება და რომელშიც წელს 400 მლნ ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ theguardian.com იუწყება. ფესტივალის მთავარი ტრადიციაა წყალში ბანაო...

ინდოეთში ფესტივალი

1736770952

ახალი ამბები

სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი შენდება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 16 ჰ...

სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი შენდება

1736768558

ახალი ამბები

კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არავის გამოუვა, საქართველო კოლონიად აქციოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არავის გამოუვა, დაიმონოს ის და კოლონიად აქციოს. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს...

კახა კალაძე

1736766592

ახალი ამბები

კახა კალაძე კულებას განცხადებაზე: მძიმეა იმის მოსმენა, რომ საკუთარი შვილი ფრონტზე მოხალისედ არ გაუშვა მაშინ, როცა ჩვენგან პირდაპირ ომში ჩართულობას მოითხოვდნენ

„მინდა, კიდევ ერთხელ მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს ამ მძიმე მდგომარეობის დროს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინის ყოფ...

კალაძე

1736764869

მსოფლიო

ნიგერიელმა სამხედროებმა ავიაიერიშის დროს შეცდომით 16 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლეს - BBC

ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ზამფარას შტატში საჰაერო იერიშის შედეგად სულ მცირე 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. როგორც BBC წერს, სავარაუდოდ, ნიგერიელ სამხედროებს ისინი კრიმინალურ დაჯგუფებაში აერ...

ნიგერიელმა სამხედროებმ