შემოსავლების სამსახური - საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, 66 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი უკვე ჩამოეწერა

საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით 66 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი ჩამოეწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით – 66 183 ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი უკვე ჩამოეწერა.
აქვე განვმარტავთ, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრონულად www.rs.ge-ზე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ( 62 593 ფიზიკურ პირზე 287 244 620ლარი), ასევე პირადი მომართვის საფუძველზე (3 590 ფიზიკურ პირზე 152 259 309 ლარი).
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ინიციატივა შეეხება გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე სუბიექტებს და პროცესი გულისხმობს, იმ აღიარებული საგადასახადო დავალიანების, დარიცხული საურავების ჩათვლით ჩამოწერას, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის პირველ იანვრამდე. განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი (2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება) შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობაა.
ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა, ის რომ დავალიანების ჩამოწერის შემდგომ, ფიზიკური პირის მიმართ გადახდევინების უზრუნველსაყოფად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები – საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება და ა. შ ავტომატურად გაუქმდება. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
1740247834
საქართველომიხეილ ყაველაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ხედვები შეიცვალა, იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომელიც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი ჩამოგდების პროცესთან არის თანხვედრაში
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუშიგანაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხედვები შეიცვალა, იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომე...
1740244935
საქართველომიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო, საქართველოს მოტივაციაა, რეგიონში რაც შეიძლება მალე დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა
ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული...
1740242051
მსოფლიო23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU-CSU), ულტრამემარჯვენე...
1740241942
მსოფლიომედვედევი კიევს: გამოაცხადეთ არჩევნები და კაპიტულაციისთვის მოემზადეთ
„კიევის რეჟიმის ერთ-ერთი გზა არის არჩევნების გამოცხადება და კაპიტულაციისთვის მომზადება,“ - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ᲐᲛᲔᲠᲘᲙ...
1740240956
საქართველოპიმენ ყურაშვილი: საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირველეს ყოვლისა
საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირვე...