სოზარ სუბარი: ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან ძალიან მალე, ანტიმონოპოლიური სამსახურის მოთხოვნით, ტელევიზიებიდან მოხსნეს და აკრძალეს წამების საწინააღმდეგო ვიდეორგოლი, რადგან ტოტალური კონტროლი იყო ყველაფერზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს მიმართა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან თითქმის 6 თვის შემდეგ, როდესაც მან, როგორც სახალხო დამცველმა პარლამენტში მოხსენებისას ისაუბრა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტებზე, მოხდა ბაშალეიშვილის დაკავება და ამის შემდეგ შეწყდა დევნა საქმეში მონაწილე სხვა ახალგაზრდებზეც.

სოზარ სუბარმა წამების საწინააღმდეგო ვიდეორგოლის აკრძალვის ფაქტიც გაიხსენა. მისი თქმით, ტოტალური კონტროლი იყო ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს.

სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ბუტა რობაქიძის საქმის გაყალბებაც და წამების საწინააღმდეგო ვიდეორგოლების აკრძალვაც თითქოს პოლიციის იმიჯის გადარჩენას ემსახურებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში თითქმის პირველი წუთიდან ყველაფერი ნათელი იყო, ბაშალეიშვილის დაპატიმრება და საბოლოოდ ბიჭებზე დევნის შეწყვეტა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც თითქმის 6 თვის მერე, პირველი მოხსენება მქონდა საქართველოს პარლამენტში, სადაც ღიად ვისაუბრე ამ ფაქტებზე. ქალბატონმა თეამ [წულუკიანმა] თქვა, რომ თითქოს პოლიციის იმიჯის გადარჩენისთვის მოხდა გაყალბება. ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა შემდეგი ფაქტი - ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან ძალიან მალე, ანტიმონოპოლიური სამსახურის მოთხოვნით, ტელევიზიებიდან მოხსნეს და აკრძალეს წამების საწინააღმდეგო ვიდეორგოლის გაშვება. ეს იყო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ დამზადებული ვიდეორგოლები, სადაც ლაპარაკი იყო, რომ წამება არის ცუდი. ვიდეოს ეთერებიდან მოხსნის მოტივი იყო ის, რომ თითქოს ის პოლიციის იმიჯის შელახვას ემსახურებოდა. ტოტალური კონტროლი იყო ყველაფერზე,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერს უპასუხა ბუტა რობაქიძის დედამ. ია მეტრეველმა აღნიშნა, რომ სოზარ სუბარის დიდი ძალისხმევით მოხდა ბავშვების გათავისუფლება.

სოზარ სუბარმა ასევე გაიხსენა მოსამართლის ნინო შარაძის გადაწყვეტილება. დეპუტატმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების გათავისუფლების შესახებ პირველი გადაწყვეტილება, მათი დაკავებიდან მესამე დღეს, მოსამართლე ნინო შარაძემ საკუთარ თავზე აიღო და ამისთვის მას მადლობა გადაუხადა.

„ქალბატონი ია, თქვენი მონაყოლის შემდეგ კითხვის ნიშანი დარჩა და დავაზუსტებ. როცა მეორედ დააკავეს ბიჭები, პარლამენტში მოხსენების შემდეგ მოხდა ბაშალეიშვილის დაპატიმრება და ამ ბიჭების გამოშვება. პირველი დაკავების შემდეგ კი რომ გამოუშვეს ბიჭები, მეორე თუ მესამე დღეს, პირადად მოსამართლემ, ნინო შარაძემ აიღო ეს თავის თავზე და ეს მისი დამსახურებაა. იმ პერიოდში ძალიან რთული იყო მოსამართლეს მიეღო სისტემის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და მადლობა მას ამისთვის,“- განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744828351

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა

 „მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არ...

ირაკლი კობახიძე

1744827515

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია დოიაშვილზე: როდესაც ხარ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური აქტივისტი და პარტიული მიზნების მიღწევაში ჩართული გყავს სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის ორგანიზაცია და მისი რესურსები, ამას საერთო არაფერი აქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლებასთან

 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია, კულტურის სამინისტროს მიერ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გა...

გიორგი გაბუნია

1744824969

მსოფლიო

ბაიდენი სიტყვით გამოვიდა და ტრამპს „ეს ბიჭი“ უწოდა - „რესპუბლიკელები ჯერ ისვრიან და შემდეგ უმიზნებენ“

 აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენითანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად საჯაროდ გამოჩნდა და ამერიკელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი მიგრანტების მიმართ მისი პოლიტიკის გამო გ...

ჯო ბაიდენი

1744820545

ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირები ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ

 აფხაზეთიდან დროებითი დევნილი პირები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ....

აფხაზეთჯ

1744817634

ახალი ამბები

კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

 საქართველოს კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ კულტურის სა...

დავით დოიაშვილი