სოზარ სუბარი პაატა დავითაიას: რატომ არ მოხდა ცხინვალის მოსახლეობის გაფრთხილება და რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა?

პარლამენტის ვიცესპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას პაატა დავითაიას რამდენიმე კითხვა დაუსვა.
დეპუტატმა 2008 წლის 15 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დადებული შეთანხმება გაიხსნა და განმარტა, რომ თავდაპირველად ეს შეთანხმება იყო შვიდპუნქტიანი, თუმცა სააკაშვილმა მე-7 პუნქტზე უარი განაცხადა და ამის შემდეგ შეთანხმებაში 6 პუნქტი დარჩა.
სოზარ სუბარმა განმარტა, რომ მე-7 პუნქტის შინაარსი ცნობილია და მისი თქმით, ამ პუნქტზე უარის თქმით, მსჯავრდადებულმა ექსპრეზიდენტმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების აღიარებას შეუწყო ხელი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი კოდორის ხეობასა და ცხინვალის ტერიტორიაზე ევაკუაციის გეგმის არ არსებობითაც დაინტერესდა.
დეპუტატმა პაატა დავითაიას ჰკითხა, რატომ არ მოხდა მოსახლეობის დროული და სათანადო გაფრთხილება.
სოზარ სუბარი ტელევიზიების მეშვეობით, პირდაპირ ეთერში უშიშროების სხდომის გადაცემის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, თანამდებობის პირები პირდაპირი ეთერების საშუალებით მოწინააღმდეგე მხარეს ზუსტ ინფორმაცია აწვდიდნენ საქართველოს ჯარის ადგილმდებარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
„ბატონო პაატა, თქვენს დასკვნაში ექვსპუნქტიან შეთანხმებას ეძღვნება ერთი თავი. მოსახლეობას შევახსენებ, რომ ნიკოლა სარკოზის შუამავლობის შედეგად, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა 15 აგვისტოს მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა ექვს პუნქტს, თუმცა თავდაპირველად ეს ტექსტი შეიცავდა მე-7 პუნქტსაც. მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა მეშვიდე პუნქტის ხელმოწერაზე, რის შემდეგაც შეთანხმება გახდა ექვსპუნქტიანი. თუ გახსოვთ, რა იყო ეს პუნქტი და რატომ არ დაისვა კომისიაზე ეს საკითხი?
საჯაროდ იყო ცნობილი რა იყო მე- 7 პუნქტი. ამ პუნქტის შინაარსი ასეთი იყო - აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის მომავალი სტატუსის განხილვა არ უნდა მომხდარიყო ფართო საერთაშორისო კონსენსუსის გარეშე. ამ პუნქტის ამოღებამ ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთს ამ ტერიტორიების აღიარებისთვის.
ამ დღეებში მოწვეული გვყავს არაერთი ადამიანი კომისიის სხდომაზე- ექსპერტები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც საჯაროდ არაერთხელ უთქვამთ და რატომღაც მაქვს ეჭვი, რომ აქაც იმავეს იტყვიან, რომ იმ პერიოდში, როდესაც ოკუპაცია უკვე დაწყებული იყო ანუ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო გვირაბიდან ასევე, კოდორის ხეობაზე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა კოდორის ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა და 80-100 ადამიანი იყო მოკლული მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოხდა მათი სათანადო და დროული გაფრთხილება. მაინც ნაკლები იყო მსხვერპლი იმიტომ, რომ იყვნენ ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, ხელისუფლების ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, თავად აფრთხილებდნენ მოსახლეობას, მათ შორის, ერთ-ერთი მეც ვიყავი, ძალიან აქტიურად ვრეკავდი განსაკუთრებით კოდორის ხეობასა და ლიახვის ხეობაში და ვეუბნებოდი ადამიანებს, რომ საფრთხე არის ძალიან რეალური და ამის შედეგად ბევრი ადამიანი გადარჩა. თუ გიცდიათ კომისიის სხდომაზე ამ საკითხის წამოწევა და პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა. რატომ არ მოხდა ამ ადამიანების გაფრთხილება, რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა, მით უმეტეს ვიცით, რომ თითქმის ერთი თვით ადრე დაიწყო ცხინვალიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანა. ანუ რაღაც გეგმა არსებობდა და თუ არსებობდა, რატომ არ იცოდა ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ და თუ იცოდა, რატომ არ იღებდა შესაბამის ზომებს?
არის ინფორმაცია, რომ მოსახლეობა არ იყო გაფრთხილებული აბსოლუტურად შეგნებულად და სწორედ ამას მოჰყვა მსხვერპლი. პრაქტიკულად იმავე თემის გაგრძელებაა ჩემი კიდევ ერთი კითხვა. კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა იმ პერიოდში ტელევიზიებში, პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თუ რა წარმატებას აღწევდა ქართული ჯარი - რომელ სოფელს იბრუნებდა, რა ტერიტორიას იკავებდა, სად იყო განლაგებული და რა იყო სამოქმედო გეგმა. მოსახლეობაც რაღაცნაირად იმედიანად იყო, მაშინ ყველას არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, არც კავშირები იყო ასეთი განვითარებული და თან ჩახშობა ხდებოდა ამ კავშირების. შესაბამისად, მოსახლეობა იყო მშვიდად, როცა ტელევიზორს უყურებდა.
ეს იყო კიდევ ერთი პრობლემა, რამაც გამოიწვია მსხვერპლი. სატელევიზიო გადაცემები, უშიშროების საბჭოს პირდაპირი ეთერები ხომ არ ყოფილა კომისიაზე განხილული? ამ ეთერებით ვეუბნებოდით მტერს, თუ რას აკეთებდა ქართული ჯარი, სად იყო განლაგებული და რას ბომბავდა. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ხდებოდა პირდაპირ ეთერში. გავიხსენებ ერთ ფაქტს, ეს ფაქტი კარგად მახსოვს იმიტომ, რომ 31-ე ქარხანასთან ვცხოვრობდი, უშუალოდ ქარხნის წინ მქონდა ბინა. შემოფრინდა ერთი რუსული თვითმფრინავი, რომელმაც ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს. რამდენადაც მახსოვს,
გამოვიდა ალექსანდრე ლომაია, უშიშროების საბჭოს მდივანი და დასცინა რუსებს - სამიზნეები არ უვარგათ, 20 მეტრი მარჯვნივ თუ მარცხნივ ააცილესო. ამის შემდეგ, ნახევარ საათში შემოფრინდა მეორე თვითმფრინავი და ლომაიას მითითების შესაბამისად დაარტყა.
ამის შედეგად კი ის ზოლი ააფეთქა. აი, ასეთი პირდაპირი კორექტირება მოწინააღმდეგის ცეცხლის, რუსები როგორც იტყვიან „ნავოდკების“ მიცემა, განიხილეთ თუ არა კომისიის სხდომაზე და თქვენი, როგორც მაშინდელი კომისიის ხელმძღვანელის აზრით, არის თუ არა დასჯადი ღალატი პირდაპირ ეთერში. გვახსოვს შოთა უტიაშვილს რომ რუკები ჰქონდა გამოფენილი და აჩვენებდა მტერს, თუ სად იყო და რას აპირებდა ქართული ჯარი.
თქვენ პრაქტიკულად დაადასტურეთ ეს ფაქტი. ჟურნალისტი რომ შეცდომას უშვებს ერთია და როცა ამას სახელმწიფო მოხელე აკეთებს, იქნება ეს უშიშროების საბჭოს მდივანი თუ შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი, ეს ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ბოლო კითხვა მაქვს, თქვენს მიერ დასკვნის დაწერის დროს ერეოდა თუ არა პროცესში მაშინდელი პრეზიდენტი ან ხელისუფლება, ან დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ხომ არ ყოფილა ზეწოლა და უკმაყოფილება?“- განაცხადა სოზარ სუბარმა.
1743234945
ახალი ამბებივარკეთილში ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. არსებული ცნობით, ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მოხუცი ქალბატონია. როგორც „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,...
1743233554
ახალი ამბებიბოლო რვა თვის განმავლობაში საქართველოდან 93.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა
2024 წლის 1-ელი აგვისტოდან 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 15 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. გარემოს დაცვი...
1743232157
ახალი ამბებიაჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალ...
1743231262
მსოფლიომიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 002-მდე გაიზარდა - მსგავსი მიწისძვრა ქვეყანას ბოლო 80 წლის განმავლობაში არ ახსოვს
მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 002-მდე გაიზარდა, ხოლო 2 376 დაშავდა. მედიის ცნობით, მოსალოდნელია გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვის ზრდა. მთავრობის მეთაურმა დაადასტურა, რომ კი...
1743229353
მსოფლიომოლდოვის სასამართლომ ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა
მოლდოვის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელს, ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა. ის 20 დღე-ღამით არის დაპატიმრებული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცე...