აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ჯ.ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბათუმში, ჯ.ფ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“. ხოლო 17 ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირის მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.
ჯ.ფ.-ს დროებითი საცხოვრებელი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო ელექტრო სასწორი, პოლიეთილენის პაკეტები და წებოვანი ლენტები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.
1743440360
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: 34 წლის წინ გამართული რეფერენდუმის შედეგები არის თითოეული ქართველის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის იმ ხარისხს მიაღწია, რომელიც არასდროს ჰქონია
„დღევანდელი თარიღი და 34 წლის წინ გამართული რეფერენდუმის შედეგები არის თითოეული ქართველის და განსაკუთრებით ჩვენი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა. თამამად და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო...
1743439673
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთში მარინ ლე პენს თანხების გაფლანგვაზე თავზე დააშენეს ციხე და საქართველოში უამრავი დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ტერორად გვისაღებენ?!
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის მარინ ლე პენის სასამართლო განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ამიერიდან ყველა ელჩი, (განსაკუთრები...
1743438522
მსოფლიო„მეუბნებოდა რომ სრული იდიოტი ვარ“ - ფიცო აცხადებს, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელმა გალანძღა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მას ნახევარი საათი ლანძღავდა და სრულ იდიოტს ეძახდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკომისიის...
1743437669
ახალი ამბებინათია თურნავამ საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საინვესტიციო შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საინვესტიციო შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბ...
1743436367
ახალი ამბებითავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
სასიგნალო იარაღთან ან/და მის ვაზნებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის: „იარაღის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, სალიცენზიო და...