თანხების გაფლანგვის საქმე - მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში გადაჰყავთ

თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მის საქმეზე ჩანიშნულ პროცესზე დასასწრებად გორიდან უკვე წამოიყვანეს.
პენიტენციური სამსახურის მანქანა, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, ესკორტის თანხლებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან დედაქალაქის მიმართულებით უკვე დაიძრა.
თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი გაიმართება. სხდომა 11:00 საათზე ჩატარდება.
მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა, ჯერ უცნობია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არ გადაყვანის საფუძველი არ არსებობს.
როგორც მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ, 1-ელ დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მისი მთავარი და უპირობო ამოცანაა, რომ წარდგეს ქართველი ხალხის წინაშე .
"დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად სისუსტისა, რომელიც აღენიშნება, ის ამჯერადაც ღირსეულად წარდგება ხალხის წინაშე. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების მხარდაჭერა, ეს მას ფიზიკურად და მორალურად ეხმარება, ამიტომ ყველას სთხოვა, ვინც მას გულშემატკივრობს, რომ სასამართლოსთან შეიკრიბონ“, - განაცხადა გვარამიამ. როგორც გვარამიამ განაცხადა, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ხვალინდელ სასამართლოზე არგადაყვანის საფუძველი არ გააჩნია", - აღნიშნა გვარამიამ.
ასევე წაიკითხეთ:
🔵იტალიამ 5-დან 11 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია დაუშვა
🔵აშშ-ში "ომიკრონის" პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფიცირებული პირი სრულად ვაქცინირებულია
🔵მინისტრის მოადგილე და საქართველოს ელჩი იტალიაში, მარკეს რეგიონის პრეზიდენტს და ანკონას მერს შეხვდა
1740825221
ახალი ამბები„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...
1740823630
ახალი ამბები„სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები“ - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართვ...
1740822105
მსოფლიო„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...
1740820052
ახალი ამბებიგურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ
გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...
1740817706
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...