თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, გენერალური შტაბის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ოშხერელი, პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედროები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.
მათ არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს. მუხათგვერდიდან სამხედრო მოსამსახურეებმა წილკნის დევნილთა დასახლებაში გადაინაცვლეს და არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
7 წლის წინ, 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორში უკანონოდ დააკავეს. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. სამხედროს ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
1740247834
საქართველომიხეილ ყაველაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ხედვები შეიცვალა, იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომელიც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი ჩამოგდების პროცესთან არის თანხვედრაში
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუშიგანაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხედვები შეიცვალა, იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომე...
1740244935
საქართველომიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო, საქართველოს მოტივაციაა, რეგიონში რაც შეიძლება მალე დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა
ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული...
1740242051
მსოფლიო23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU-CSU), ულტრამემარჯვენე...
1740241942
მსოფლიომედვედევი კიევს: გამოაცხადეთ არჩევნები და კაპიტულაციისთვის მოემზადეთ
„კიევის რეჟიმის ერთ-ერთი გზა არის არჩევნების გამოცხადება და კაპიტულაციისთვის მომზადება,“ - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ᲐᲛᲔᲠᲘᲙ...
1740240956
საქართველოპიმენ ყურაშვილი: საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირველეს ყოვლისა
საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირვე...