თბილისის მერია გლდანის რაიონში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, მოზარდის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
მათივე ცნობით, შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.
ამასთან, მერიაში აცხადებენ, რომ ვინაიდან კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა გასვლა აღნიშნული შენობიდან.
„ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან.
ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.
მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შეეთავაზათ ქირით გაყვანა და “ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში” მონაწილეობა.
უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.
თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
1744645244
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატია თავის სიტყვას იტყვის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარებაში
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის მთავარი თემის - პოლიტიკურ პროცესებში დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კერძოდ, მან მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კონფლიქტები...
1744644111
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და გიორგი გახარია ერთიანად მოქმედებენ, რევოლუციური სცენარების მოწყობასაც ერთად ცდილობენ
„შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი ჩამოვთვალო, თუ რატომ წარმოადგენენ ისინი ერთიან ძალას და რატომ ჰყავთ ერთი დამკვეთი“, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა...
1744641560
საზოგადოებალევან მაჭავარიანი გახარიაზე: ბევრი კითხვის ნიშანია მის გადადგომასთან დაკავშირებით, როდესაც მან პირველი განცხადება გააკეთა, იქ ნიკანორ მელია იყო ამის მიზეზი. რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ინტერვიუ, სადაც აბსოლუტურად სხვა მიზეზი დაასახელა
ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია მის გადადგომასთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გიორგი გახარიასთან დ...
1744640953
საზოგადოებალევან მაჭავარიანი გახარიაზე: სხვა გათვლა ჰქონდა. რატომღაც ეგონა, რომ როდესაც ის პრემიერი იყო და ისეთი ქარიზმატული თვალის ჩაკვრა ჰქონდა, პიჯაკს იკრავდა ცოტა განსხვავებულად, რომ იგივე როლში შევიდოდა მაგრამ დახვდნენ პროფესიონალები
ბატონი გახარია დღეს საგამოძიებო კომისიაზე მობრძანდა. მას ცოტა სხვა გათვლა ჰქონდა. რატომღაც ეგონა, რომ როდესაც იგი პრემიერი იყო და ისეთი ქარიზმატული თვალის ჩაკვრა ჰქონდა, პიჯაკს იკრავდა ცოტა განსხვავე...
1744639394
საქართველომაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხმა ისმოდეს ყველა იმ მნიშვნელოვან ფორუმზე, რომელიც იმართება საერთაშორისო მასშტაბით და შეეხება ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებს
ზოგადად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხმა ისმოდეს ყველა იმ მნიშვნელოვან ფორუმზე, რომელიც იმართება საერთაშორისო მასშტაბით და შეეხება ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებს, - განაცხადა გადაცემა „დ...