თბილისის მერია პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს

თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, დღეიდან 31 მარტის ჩათვლით, დარეგისტრიდნენ პროფესიული გადამზადების პროგრამაში.
„ბევრი ადამიანია, ვინც სამსახურს ეძებს. პარალელურად, ბიზნესი განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან, რის შედეგად, ვიცით ყველა ის სფერო და მიმართულება, სადაც პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. ამიტომ, წამოვიწყეთ ძალიან კარგი პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომელიც ხელს უწყობს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, კიდევ უფრო გაზარდოს თავისი პროფესიონალიზმი. კერძოდ, მოხდება მათი გადამზადება, ასევე, დავეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში პროფესიულ მომზადება/გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათი დასაქმების ხელშეწყობას.
„აღნიშნული პროგრამა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე გადამზადება, ცხადია, უფასოა. ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი თავის თავზე იღებს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ 10 ათასამდე მოქალაქეს დავეხმარეთ და მივეცით შესაძლებლობა, გადამზადებულიყვენ. დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს 70%. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებილია, თუმცა კიდევ გვაქვს გაუმჯობესების რესურსი. ამიტომ, დარეგისტრირდით აღნიშნულ პროგრამაში დღეიდან 31 მარტის ჩათვლით, ონლაინ რეგისტრაციის პლატფორმაზე dasakmdi.ge“, - განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 70-ზე მეტ სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროებში.
ამასთანავე, დედაქალაქის მერის განცხადებით, წელს დაემატება 10 ახალი პროგრამა, მათ შორის, ბრენდდიზაინის შემსწავლელი კურსი, ინტერიერის დიზაინი, კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ადამიანური რესურსების მართვა, IT პროექტების მართვისა და ანალიზის შემსწავლელი კურსი, კერამიკული ნაკეთობის დამზადება, კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული პრობლემების ტექნიკოსის საქმიანობის შემსწავლელი კურსი და სხვა.
1741778018
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვამკაცრებთ მიდგომას ნარკორეალიზატორების მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა მარიხუანას გაყიდის ადამიანი, ჰეროინს თუ სხვა ნივთიერებას
ვამკაცრებთ მიდგომას ნარკორეალიზატორების მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა მარიხუანას გაყიდის ადამიანი, ჰეროინს თუ სხვა ნივთიერებას, 12- დან 20 წლამდე ემუქრება. შეიძლება 16 წლიდან დაიწყოს, შეიძლება საერთოდ უ...
1741774178
ახალი ამბები„სახელმწიფო, რომელსაც ხალხი უნდა დაეცვა, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით იქცა ძალად, რომელიც ამ ხალხს სჯიდა“ - დავით კოდუა
საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა, მიხეილ სააკაშვილისთვის ელიტური კორუფციის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. „ქართულმა...
1741771229
ახალი ამბები„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს სააკაშვილის სახით ავაზაკი მართავდა, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები გაფლანგა“ - დავით ჩიხელიძე
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს სააკაშვილის სახით ავაზაკი მართავდა, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები გაფლანგა, თანხები დაიხარჯა ისეთ პროცედურებში როგორიცაა გ...
1741769346
ახალი ამბებიპროკურორი სააკაშვილის საქმეზე: ამ თანხების გამოყენება არ მომხდარა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, 9 მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც პირად, ასევე გარემოცვის ფუფუნებას ემსახურებოდა
პროკურორმა გიორგი მუჯირმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 9 მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც პირად, ასევე გარემოცვის ფუფუნებას ემსახურებოდა. როგორც პ...
1741768220
ახალი ამბებიპროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - „2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი“
პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე კორუფციული დანაშაულისთვის მიხეილ სააკაშვილს 9...