ირაკლი კირცხალია ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: ეს ყველაფერი ჩვენი მომავალი თაობის სიჯანსაღისთვის კეთდება

„ნარკოპოლიტიკაზე არა მხოლოდ კანონის გამკაცრებით უნდა ვისაუბროთ და არა მხოლოდ სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული, არამედ კერძო სექტორიც უნდა იყოს ჩართული ამ საკითხში“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.
„ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მომავალი თაობის სიჯანსაღისთვის და აქ კიდევ ყველაზე მთავარი და ხაზგასასმელია ერთი რამ, რომ ჩვენ არა მხოლოდ კანონის გამკაცრებით უნდა ვისაუბროთ და არა მხოლოდ სახელმწიფო უნდა იყოს აღმასრულებელი აქ ჩართული, კერძო სექტორიც უნდა იყოს ჩართული. ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია მოხდეს სწორი და აგრესიული, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და ასევე, დაინერგოს სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს იმ ახალგაზრდებისთვის და არა ახალგაზრდებისთვის ფიქრის შეცვლას და შეხედულებების შეცვლას ზოგადად, თავის პირად ცხოვრებაში“, - განაცხადა კირცხალიამ.
სახელისუფლებო გუნდი ცვლილებებს ამზადებს, რომლებიც სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე სხვა კანონებში შევა. დაგეგმილია ყველა სახის ნარკოტიკის გაყიდვისთვის სასჯელის გამკაცრება, ასევე გადაიხედება ზომები ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებზეც.
1741788989
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ
მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...
1741785744
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7894 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1741784754
ახალი ამბებიგორში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა
გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება ს...
1741783883
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა
მამუკა ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა, - განაცხადა ფრაქცია „ქა...
1741781183
ახალი ამბებიშსს-ში უარყოფენ ინფორმაციას, რომ თითქოს გიორგი მუმლაძის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში ჯარიმის ოდენობად 5 მილიონი ლარია მითითებული
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს, რომ მის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში ჯარიმად 5 000 ლარის ნაცვლად 5 000 000 ლარია დაფიქსირებულ...