პროკურორი სააკაშვილის საქმეზე: ამ თანხების გამოყენება არ მომხდარა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, 9 მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც პირად, ასევე გარემოცვის ფუფუნებას ემსახურებოდა

პროკურორმა გიორგი მუჯირმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 9 მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც პირად, ასევე გარემოცვის ფუფუნებას ემსახურებოდა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულმა სააკაშვილმა გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი სახსრები და ამ თანხების გამოყენება არ მომხდარა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
„სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებში საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი სახსრები და ამ თანხების გამოყენება არ მომხდარა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
9 მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც პირად, ასევე გარემოცვის ფუფუნებას ემსახურებოდა, იქნებოდა ეს სოფო ნიჟარაძის მოგზაურობისა თუ საჩუქრების ხარჯები, იქნებოდა ეს თიკა ბოკუჩავასთვის ნაჩუქარი მობილური ტელეფონი, იქნებოდა ეს საზღვარგარეთის საკურორტო ზონებში გადახდილი თანხები, თუ სხვა კიდევ უამრავი მსგავსი დანახარჯები, რაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ემსახურებოდა მხოლოდ ფუფუნებას და არავითარ შემთხვევაში არ იყო ნაკარნახევი სახელმწიფო ინტერესებით,“ - აცხადებს პროკურორი.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
1741774178
ახალი ამბები„სახელმწიფო, რომელსაც ხალხი უნდა დაეცვა, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით იქცა ძალად, რომელიც ამ ხალხს სჯიდა“ - დავით კოდუა
საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა, მიხეილ სააკაშვილისთვის ელიტური კორუფციის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. „ქართულმა...
1741771229
ახალი ამბები„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს სააკაშვილის სახით ავაზაკი მართავდა, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები გაფლანგა“ - დავით ჩიხელიძე
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს სააკაშვილის სახით ავაზაკი მართავდა, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები გაფლანგა, თანხები დაიხარჯა ისეთ პროცედურებში როგორიცაა გ...
1741768220
ახალი ამბებიპროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - „2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი“
პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე კორუფციული დანაშაულისთვის მიხეილ სააკაშვილს 9...
1741767337
ახალი ამბებითბილისის მერია პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს
თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, დღეიდან 31 მარტის ჩათვლით,...
1741765886
ახალი ამბებითბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა
Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ R...