თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ Routes Europe 2025-ის ფარგლებში დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოვლინდება. აქვე დასახელდება ევროპის წლის საუკეთესო ავიაკომპანია და ტურისტული მიმართულება. 

2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და გასულ წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29 %-ით გაიზარდა. წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, თვის ბოლოდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეტაპობრივად 4 ახალი ევროპული ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას: 30 მარტიდან - გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი British Airways - ლონდონი-თბილისი 31 მარტიდან - ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet სამი მიმართულებით: ლონდონი, ჟენევა, მილანი 12 აპრილიდან - ფრანგული Transavia France- პარიზი-თბილისი 12 აპრილიდან Lufthansa Group-ის წარმომადგენელი შვეიცარიული Edelweiss -ციურიხი-თბილისი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წინასწარი პროგნოზით, ახალი ავიაკომპანიებისა და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდის გათვალისწინებით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 4 % მოიმატებს და 5 მილიონამდე გაიზრდება. თბილისის აეროპორტთან ერთად 5 საუკეთესო ნომინანტთა შორის მოხვდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქალაქების აეროპორტები როგორებიცაა: ბრემენი, კორფუ, ლონდონი (Southend Airport) და ვილნიუსი.

შეფასების კრიტერიუმის თანახმად, წლის საუკეთესო აეროპორტებს მზარდი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ასევე ჯამურად წელიწადში ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებების დამატების კუთხით, ხმათა უმრავლესობით ავიაკომპანიები ირჩევენ. ავიაკომპანიებს კი პირიქით, აეროპორტები წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებაზე დაყრდნობით აფასებენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741778018

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ვამკაცრებთ მიდგომას ნარკორეალიზატორების მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა მარიხუანას გაყიდის ადამიანი, ჰეროინს თუ სხვა ნივთიერებას

ვამკაცრებთ მიდგომას ნარკორეალიზატორების მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა მარიხუანას გაყიდის ადამიანი, ჰეროინს თუ სხვა ნივთიერებას, 12- დან 20 წლამდე ემუქრება. შეიძლება 16 წლიდან დაიწყოს, შეიძლება საერთოდ უ...

ლევან მაჭავარიანი

1741774178

ახალი ამბები

„სახელმწიფო, რომელსაც ხალხი უნდა დაეცვა, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით იქცა ძალად, რომელიც ამ ხალხს სჯიდა“ - დავით კოდუა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა, მიხეილ სააკაშვილისთვის ელიტური კორუფციის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. „ქართულმა...

დავით კოდუა

1741771229

ახალი ამბები

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს სააკაშვილის სახით ავაზაკი მართავდა, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები გაფლანგა“ - დავით ჩიხელიძე

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს სააკაშვილის სახით ავაზაკი მართავდა, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები გაფლანგა, თანხები დაიხარჯა ისეთ პროცედურებში როგორიცაა გ...

	დავით ჩიხელიძე

1741769346

ახალი ამბები

პროკურორი სააკაშვილის საქმეზე: ამ თანხების გამოყენება არ მომხდარა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, 9 მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც პირად, ასევე გარემოცვის ფუფუნებას ემსახურებოდა

პროკურორმა გიორგი მუჯირმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 9 მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც პირად, ასევე გარემოცვის ფუფუნებას ემსახურებოდა. როგორც პ...

პროკურორი სააკაშვილის საქმეზ

1741768220

ახალი ამბები

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - „2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი“

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე კორუფციული დანაშაულისთვის მიხეილ სააკაშვილს 9...

მიხეილ სააკაშვილი