„თბილისში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, კარს არ უღებდა საქსტატის წარმომადგენელს“ - მოსახლეობის აღწერა 31 დეკემბრამდე გაგრძელდება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში საველე სამუშაოების დასრულების ვადა წლის ბოლომდე გადაიწია. როგორც საქსტატში განმარტავენ, მონაცემების შეგროვება ორივე მეთოდით – როგორც კარდაკარის, ისე თვითრეგისტრაციის მეთოდით, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა წელს პირველად თვითრეგისტრაციის მეთოდით დაიწყო. რეგისტრაციის ეს ახალი ფორმა აღწერის მხოლოდ პირველ ეტაპზე (14-28 ნოემბრის პერიოდში) იქნა გამოყენებული. მეორე ეტაპზე კი მონაცემთა შეგროვება კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გაგრძელდა.
„აღწერის მიმდინარეობისას თბილისში მცხოვრები მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა გარემოების გამო, კარს არ უღებდა მასთან სახლში აღწერაზე მისულ საქსტატის წარმომადგენელს, ანუ აღმწერს, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა და დროში გაწელა პროცესი. მონაცემთა შეგროვების პროცესი ასევე შეაფერხა გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბევრისთვის მეტად კომფორტული აღმოჩნდა თვითრეგისტრაციის მეთოდი. აღნიშნულის გათვალისწინებით და მოქალაქეთა თხოვნით, საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე საქსტატმა გადაწყვიტა, რომ 20 დეკემბრიდან, კვლავ გახსნას აღწერის თვითრეგისტრაციის პორტალი, რათა მოქალაქეებმა დამოუკიდებლად შეავსონ ელექტრონული კითხვარი. ამ შემთხვევაში საქსტატის ინტერვიუერის სახლში მიღება აღარ იქნება საჭირო. ამისათვის საჭიროა ნებისმიერი მოქალაქე შევიდეს საქსტატის ვებსაიტზე, https://census2024.geostat.ge/ka, გაიაროს მარტივი რეგისტრაცია, შეავსოს აღწერის ელექტრონული კითხვარი, რომლის გადაგზავნის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს კოდს, აღწერაში მონაწილეობის დასადასტურებლად“, - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.
საქსტატის ცნობით, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეკომენდაციებით, აუცილებელია, რომ საქართველოში აღწერა 2024 წლის ბოლომდე ჩატარდეს.
„ამასვე ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების 2024 წლის სამოქმედო გეგმაც. აღწერა უდიდესი მასშტაბის სტატისტიკური გამოკვლევაა, რომელსაც საქსტატის 12 ათასზე მეტი მუდმივი თუ დროებითი თანამშრომელი ატარებს. მათ შორის არიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც წინა აღწერებშიც მონაწილეობდნენ. აღმწერებს შორის არიან ასევე სტუდენტები, გამორჩეული უნარების მქონე მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებიც პროფესიული კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფებიან. საქსტატი ხუთ თვეზე მეტია, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს მათი შერჩევისა და გადამზადების მიმართულებით. ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღწერის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები მკაცრად კონფიდენციალურია, არ გასაჯაროვდება ინდივიდუალური სახით და გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის. აღწერაში თითოეული მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანია. აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში იქნება ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
1735559174
საზოგადოება„მე და ჩემი ოჯახი მთელი სიცოცხლე ვაკეთებთ ქართულ საქმეს და ამას ვაკეთებთ ჩუმად სიტყვების და ყვირილის გარეშე“ - გელა ფოცხიშვილი
„საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი”, გელა ფოცხიშვილისა და მაია კიკნაძის ხელმძღვანელობით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. ხელმძღვანელი გელა ფოცხი...
1735556022
ახალი ამბები„10 საათზე რომ იბარებ „მხარდამჭერებს“ სულ სხვა ლოკაციაზე და თან ატყუებ, ბევრ რამეს ისეთს ვიტყვი, რაც მომდევნო დღეებში ჩვენი მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი იქნებაო, ეს რევოლუციონერობა ან პოლიტიკოსობაა?!“ - თეა წულუკიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს მიმართავს. „გუშინ, ჩვენ პარლამენტის შენობაში შევიკრიბეთ 10 საათისთვის და ნახევარ საათში დარბაზში შესვლა დავიწყეთ. ინაუგურაც...
1735551371
სოციალური მედია„წამოიზარდა“ – ნუცა ბუზალაძე ლაშა ბექაურის ვიდეოს აშარჟებს
24 დეკემბერს სოციალურ ქსელში ოლიმპიურმა ჩემპიონის ლაშა ბექაურის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბექაური პორშეს მარკის ავტომობილით მიდის და თან გვერდით სავარძელზე ლომის ბოკვერს ეფერება. სოციალურ ქსელში ბექაური...
1735546575
ახალი ამბები„დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წარმატებულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის სტაბილურობის, კეთილდღეობის უზრუნველყოფას“ - მიხეილ ყაველაშვილი
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ელჩებს გაკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა, ღირსეულად წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე, რასაც ასე წარმატებით უძღვებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყა...
1735545699
საზოგადოება„დღეს ილაკოს დღეა“ – დათო ხუჯაძის შვილი იუბილარია
მომღერალი დათო ხუჯაძე სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს იგი იუბილარია. „დღეს ილაკოს დღეა“, - წერს მომღერალი. მომღერალმა უამრავ მილოცვას მიიღო: „გილოცავ და ვულოცავ პრინცესას დაბი...