„დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წარმატებულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის სტაბილურობის, კეთილდღეობის უზრუნველყოფას“ - მიხეილ ყაველაშვილი
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ელჩებს გაკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა, ღირსეულად წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე, რასაც ასე წარმატებით უძღვებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2024“-ზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა დღეს არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა ელჩების თავდაუზოგავი შრომითა და ძალისხმევით ქვეყანას დიდი მიღწევები ექნება.
„მოგეხსენებათ, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში წარმატებული სვლით. ქვეყნის შიგნით დღემდე მიმდინარე უამრავი წინააღმდეგობისა და მძიმე მემკვიდრეობის ფონზე, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, ეჩვენებინა პროგრესი, რომელიც სათანადოდ შეაფასა ჩვენმა მოსახლეობამ და ჩვენს ხელისუფლებას მეოთხედ გამოუცხადა ნდობა.
ახლა, როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, ჩვენს რეგიონშიც. უფრო მეტად გვმართებს გონიერი და პრაგმატული მოქმედება, პოლიტიკური გამჭრიახობა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ასეთი ძალისხმევით ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გავიყვანთ სამშვიდობოს.
ძვირფასო დიპლომატებო, მოგეხსენებათ, საქართველო მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს გახლავთ ჩვენი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც გამყარებულია ჩვენი კონსტიტუციით და ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ევროინტეგრაციის და ჩვენ მიერ კონსტიტუციით გარანტირებული პროდასავლური კურსი ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო კუთხით. არაერთ სპეკულაციასთან გვქონდა საქმე და ვიცით, რომ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ემსახურება ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას, ამიტომ ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ვალია, მსგავს სპეკულაციებს სიმართლე დავუპირისპიროთ.
დღეს ქვეყანაში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა და მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება. 2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90 პროცენტზე მეტს და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველო ახლაც მზად არის, ნებისმიერ დროს დაიწყოს მოლაპარაკებები. ამაზეც არაერთხელ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ნებისმიერ მომენტში ჩვენი ქვეყანა მზად იქნება, რათა გაიხსნას მოლაპარაკებები და დავიწყოთ პროცესი.
ისეთივე ურყევი და მტკიცეა ჩვენი პრიორიტეტი ასევე აშშ-თან, რომ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ყველა გაუგებრობა აღმოიფხვრება და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პრიორიტეტები სათანადოდ აისახება ჩვენი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით.
ამასთან, საქართველო, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფით დაინტერესებული მხარე, აძლიერებს მეზობელ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას, კერძოდ, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას, როგორც მოგეხსენებათ, ვუჭერთ მხარს და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდ ძალისხმევას გამოვიჩენთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად განვამტკიცოთ ჩვენი დიასპორის კავშირი ჩვენს სამშობლოსთან, რათა ისინი მაქსიმალურად იყვნენ ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დიპლომატიით და მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეძლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
„სამ ათეულ წელს ითვლის ჩვენი ტკივილი, ჩვენი აფხაზეთი და ოსეთი. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, ჩვენი დაკარგული ტერიტორიების, საოკუპაციო ხაზის გაყოფილი მოსახლეობა – რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დიპლომატიით და მხოლოდ მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. მჯერა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები ძალას არ დაიშურებთ, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს დეოკუპაციის დღის წესრიგში წარმატებით მიღწევა.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ საქართველოს უსაფრთხოების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას და ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ. საკმაოდ დიდი მისია გაკისრიათ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებული იქნება, განვავითარებთ ეკონომიკურად და ყველაფერი იქნება კარგად“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1735755783
ჰოროსკოპიხარკოვში დააკავეს 2 კაცი, რომლებმაც სამხედრო გაძარცვეს და სცემეს
ხარკოვში ორმა კაცმა სამხედრო მოსამსახურე გაძარცვა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამხედრო ნაცემია. „გამოძიების ცნობით, ორი კაცი მიწის...
1735750189
ახალი ამბებიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნისციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატუ...
1735740821
მსოფლიოაშშ-ში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა - დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი, 30 კი დაშავდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა, შემდეგ კი, მძღოლი გადმოვიდა და სროლა ატეხა. როგორც USA Today წერს, შედეგად, დაიღუპ...
1735740670
საზოგადოებასაბურთალოზე ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე ხანძარი გაჩნდა
საბურთალოზე, ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამსახური უკვე მივიდა. დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვამოწმებთ.
1735736371
მსოფლიობულგარეთი და რუმინეთი შენგენის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ
ბულგარეთი და რუმინეთი, 2025 წლის 1 იანვრიდან შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამიერიდან, ამ ქვეყნის მ...