თეა წულუკიანი: ევროპის საბჭოში შეხვედრები მაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდო, რომ ოპოზიციას თავისი არგუმენტების გატანა უჭირს
„ევროპის საბჭოში შეხვედრები მაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდო, რომ ოპოზიციას თავისი არგუმენტების გატანა უჭირს, კულუარებში ისმის, რომ ოპოზიციას უჭირს დაარწმუნოს აქაური დეპუტატები, რომ არჩევნები გაყალბდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანი, ასევე, აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სტრასბურგში იმყოფებიან სტუმრის სტატუსით იმის გამო, რომ ისინი ამ დრომდე საქართველოს პარლამენტში არ შესულან.
„შეხვედრები მაძლევს იმის საფუძველს, ვივარაუდო, რომ ოპოზიციას სადღაც სადღაც უჭირს თავისი არგუმენტების გატანა. მათ უჭირთ ახსნან, რანაირად იყო ეს დემონსტრაციები მშვიდობიანი, თუკი მაგალითად, პოლიციელს აქვს მოტეხილობა, დაკარგა სმენა, დასჭირდა მკურნალობა, რატომ არ არის მტკიცებულება თუნდაც ერთი იმის შესახებ, რომ პოლიციელმა დაიწყო ძალის გამოყენება და.ა.შ. მათ ამაზე პასუხი არ აქვთ. ასევე კულუარებში ისმის, რომ ოპოზიციას უჭირს დაარწმუნოს აქაური დეპუტატები, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა ამას არ იმჩნევენ.
დისკუსია გაგრძელდება ოთხშაბათსაც, რაც დასრულდება კენჭისყრით და იქ შევიტყობთ ასრულდება თუ არა ექსტრემისტი ქართული ოპოზიციის ანტიქართული ოცნება და გაირიცხულია იქნება თუ არა ჩვენი დელეგაცია ასამბლეიდან“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონიტორინგის კომიტეტი დღეს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელებს. ამ თემაზე დებატები კი ხვალ გაიმართება და კენჭისყრაც ოთხშაბათს სიტყვით გამოსვლების შემდეგ შედგება.
1738173498
ახალი ამბებითეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოვა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრორუსულად შერაცხილი
ქართული ოცნების მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოვა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრო-რუსულად შერაცხილი, - გ...
1738171786
ახალი ამბებიჯორჯ ლუკაიდესი: მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში, პატივი სცენ თავიანთ მანდატებს
„მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გაერთიანებული ევროპული მემარცხენეების“ წარმომადგენელმა ჯორჯ ლუკაიდე...
1738171213
ახალი ამბებითეა წულუკიანი: მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, თუმცა, დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია
მონიტორინგის კომიტეტმა მოისმინა ჩვენს დელეგაციასთან დაკავშირებული საკითხი და განიხილა ორი ვარიანტი: ა. არ ეცნო ჩვენი უფლებამოსილება; და ბ. ეცნო ჩვენი უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, - ამის შესახე...
1738169643
ახალი ამბებიზუგდიდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის კაცი ემსხვერპლა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ცეცხლის ლიკვიდირება მოახე...
1738169582
ახალი ამბებისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვევა
2025 წლის 30 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,...