თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებიდან 8-10 დღის განმავლობაში თუ მოგვმართავენ, დღეს გვაქვს ისეთი მედიკამენტები, რომ მათი უმრავლესობა დაავადების დამძიმებას თავიდან აიცილებს

"კოვიდ ავადმყოფი თუ მოგვმართავს პირველი 8-10 დღის განმავლობაში, ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი მედიკამენტები და მკურნალობის გამოცდილება, რომ ამ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა თავიდან აიცილებს დაავადების დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას, შესაბამისად, გარდაცვალებას", – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის სამკურნალო ხუთი მედიკამენტი დაასახელა და აღნიშნა, რომ აქედან ოთხი ეფექტურია მხოლოდ ვირუსის გამოვლენიდან 8-10 დღის განმავლობაში, ერთი კი მოგვიანებითაც.
"კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ და პასუხს ვაგებ მკურნალობასა და ავადმყოფების გადარჩენაზე.
ჩვენ სათანადო რეაგირება მოვახდინეთ ამაზე, საერთაშორისო სტანდარტებით ხდებოდა მკურნალობა, მაგრამ გავაძლიერეთ ეს პოტენციალი, შემოვიტანეთ ხუთი უახლესი მედიკამენტი.
ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას ვაკეთებ, მინდა, იცოდეს მოსახლეობამ, რომ თუ კოვიდავადმყოფი მოგვმართავს პირველი 8-10 დღის განმავლობაში, ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი მედიკამენტები და მკურნალობის გამოცდილება, რომ ამ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა თავიდან აიცილებს დაავადების დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და შესაბამისად, გარდაცვალებას. მაგრამ სამწუხაროდ, 5 ახალი მედიკამენტიდან 4 მედიკამენტი ეფექტიანია იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა დაიწყება დაავადების პირველი სიმპტომებიდან 8-10 დღეში, ვიდრე ვირუსი მრავლდება, შემდეგ ეს მედიკამენტები ეფექტური არ არის.
ჯერჯერობით ჩვენ შემოვიტანეთ 5 მედიკამენტი:
"რემდესივირი“,
"ბარიციტინიბი“,
"ტოცილიზუმაბი“
"მონოკლონური" ანტისხეულების ორი სხვადასხვა სახეობა.
ერთ ფორმას ვიყენებთ ამბულატორიულ ავადმყოფებში, ბინაზე დარჩენილებში, მეორე ფორმას – კლინიკაში.
ამ მედიკამენტებიდან სამი არის ანტივირუსული მოქმედების და მხოლოდ პირველი რვა დღე მოქმედებს, ერთი არის შერეული მოქმედების, რომელიც მოქმედებს როგორც ანტივირუსული მედიკამენტი, ისე ანთების საწინააღმდეგოდ. ის შეიძლება, დასაწყისში და მოგვიანებითაც გამოიყენო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მედიკამენტ "ტოცილიზუმაბის“ ეფექტურობაზე და მას „გადარჩენის მედიკამენტი“ უწოდა
"ტოცილიზუმაბი" ჩვენ პირველებმა ვიხმარეთ დაახლოებით ერთი წლის წინ.
მაშინ ჩვენ ყველა გვაბულინგებდა და ახლა მთელი მსოფლიო ამას იყენებს. ეს არის გადარჩენის მედიკამენტი, ეს არის ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც დაგვიანებულ სტადიაზე გამოიყენება.
შესარჩევია მხოლოდ პაციენტის მდგომარეობა და კლინიკური ჩვენება.
ეს არის სუპერდეფიციტური მედიკამენტი, რომლით მკურნალობის ერთი კურსი ჯდება 700-დან 1 200 დოლარამდე.
ხუთი მედიკამენტიდან სამი სულ ახალია, ერთი თვეა, რაც შემოვიტანეთ.
ჩემი კლინიკის სახელით ვილაპარაკებ, რომ მას შემდეგ, რაც ეს მედიკამენტები შემოვიტანეთ, რაც ჩვენ მკურნალობის ამ ულტრათანამედროვე სტანდარტებზე გადავედით, ბოლო ერთი თვე, თვე-ნახევრის განმავლობაში ყველა პაციენტი, ვინც ჩვენთან შემოვიდა დაავადების დაწყებიდან პირველ რვა დღეში, არც ერთის მდგომარეობა არ დამძიმებულა, არ დასჭირვებია ინტუპაცია და არ გარდაცვლილა.
ისინი განიკურნენ თერაპიულ განყოფილებაში“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძის ინფორმაციით, დაახლოებით ორ თვეში ბაზარზე გამოჩნდება კიდევ ორი ახალი მედიკამენტი, რომლებიც წინასწარი კლინიკური მონაცემებით, ინფიცირებულებში დაავადების დამძიმების რისკებს შეამცირებს.
კითხვაზე, ხუთი მედიკამენტი, რომელიც საქართველოში უკვე გამოიყენება, იმოქმედებს თუ არა კორონავირუსის ახალ შტამზე, ცერცვაძემ განაცხადა, რომ სამი გარანტირებულად იმოქმედებს, ორის შემთხვევაში კი ჯერ არ იციან.
თენგიზ ცერცვაძემ ასევე ისაუბრა საკითხზე, მედიკამენტების პარალელურად, რამდენად ეფექტური შეიძლება გამოდგეს მსოფლიოში მოქმედი ვაქცინები. მისი თქმით, ამაზე ჯერ ზუსტი ცნობა არ არის.
„ბუსტერს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, თუ მუტაცია მოხდა იმ უბანში, რომლის წინააღმდეგაც მოქმედი ვაქცინები არის მოწოდებული, მაშინ ვაქცინამ შეიძლება, არ იმოქმედოს ან ნაკლებად იმოქმედოს, ბუსტერს არ აქვს მნიშვნელობა.
ბუსტერი უბრალოდ აძლიერებს იმუნიტეტს.
მე არ ვამბობ, რომ ვაქცინები არ იმოქმედებს, ჯერ არ არის ცნობილი, შესაძლოა, იმოქმედოს, მაგრამ ჯერ არავის უთქვამს, რომ ეს მუტაცია ზუსტად იმ წერტილშია, იმ გენებშია, რომელზეც ეს ვაქცინები მოქმედებს.
პოტენციურად შესაძლოა, რომ არ იმოქმედოს, ან ნაკლებად იმოქმედოს სწორედ იმ ვაქცინებმა, რომლებიც ყველაზე უკეთესი და პოპულარულია – „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და ა.შ. სწორედ ამ ვაქცინებს აქვთ იმის რისკი, რომ შესაძლოა, ახალ შტამზე ვერ იმოქმედონ, ამიტომ „ფაიზერის“ ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება, რომ მათ უკვე დაიწყეს მუშაობა ვაქცინის მოდიფიკაციაზე, რომელიც მორგებული იქნება ახალ შტამზე.
ოფიციალური განცხადება გააკეთა ბურლამ, „ფაიზერის“ პირველმა პირმა, რომ 100 დღეში მათ ექნებათ „ფაიზერის“ ახალი ვარიანტი, რომელიც სპეციალურად ამ შტამზე იქნება მორგებული“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თხოვნით მიმართა მოსახლეობას, ძალიან ყურადღებით იყვნენ და დაავადების დამძიმების პირველივე ნიშნებისთანავე, ან ოჯახის ექიმის რეკომენდაციისთანავე მიმართონ კლინიკას.
„ძალიან ბევრი ავადმყოფი მოგვმართავს დაგვიანებით, მათ ოჯახის ექიმი ეუბნება, რომ შენ დასაწვენი ხარ, საჭიროა ჰოსპიტალიზაცია, დაავადება მძიმედ მიმდინარეობს.
არ სჯერათ, იცდიან, იქნებ, უკეთ გავხდეო.
ამასობაში ისინი მძიმდებიან და შემოდიან უკვე ისეთი მდგომარეობით, რომ პირდაპირ რეანიმაციაში გვიხდება მათი წაყვანა.
ეს განსაკუთრებით ეხება 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს.
უდიდესი თხოვნით მივმართავ მოსახლეობას, რომ ძალიან ყურადღებით იყვნენ და დაავადების დამძიმების პირველივე ნიშნებისთანავე, ან ოჯახის ექიმის პირველივე რეკომენდაციისთანავე მიმართონ კლინიკას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
📌 ბიძინა კულუმბეგოვი: ვისურვებდი, რომ მწვანე პასპორტები საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც გავრცელდეს
📌 რა უნდა ვიცოდეთ „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით? - კითხვები და პასუხები
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...
1740829321
ახალი ამბები„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...