რა უნდა ვიცოდეთ „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით? - კითხვები და პასუხები

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები და საოპერაციო ინსტრუქცია გამოაქვეყნა.
პირველი დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეეძლება, ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო დარბაზები, სპა ცენტრები და ფიტნესდარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.
ამასთან, „მწვანე სტატუსის“ ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის.
ვინ არის მწვანე სტატუსის მქონე პირი?
• სრულად ვაქცინირებული (ან)
• 72-საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე (ან)
• 24 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ სწრაფი ტესტის მქონე (ან)
• კოვიდგადატანილი
შენიშვნა: თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე.
როდის მიენიჭება პირს მწვანე სტატუსი?
• ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ
• PCR და ანგიგენის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების (ლაბორატორიის მიერ პასუხის სისტემაში ატვირთვის) შემდეგ
• „კოვიდის“ ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ
რა არის მწვანე პასპორტი?
• CovidPass Georgia – აპლიკაციაში რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)
• moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)
• საქართველოში ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით (ან)
• ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და EU Digital COVID Certificate სისტემაში ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყების მიერ დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით ან ელექტრონულად მინიჭებული QR კოდით
შენიშვნა:
• EU Digital COVID Certificate სისტემაში ამჟამად ინტეგრირებულია 51 ქვეყანა;
• საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ან ტესტი ჩატარებული აქვთ საზღვარგარეთ (არა EU Digital COVID Certificate სისტემაში ინტეგრირებულ ქვეყნებში) „მწვანე სტატუსის“ მიღება შეუძლიათ მხოლოდ საზღვრის კვეთის შემდეგ (მნიშვნელობა არ აქვს როდის გადმოკვეთა საზღვარი) CovidPass Georgia – აპლიკაციაში ან moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით (ვალიდაციის კოდი შეეძლებათ მიიღონ ქართულ მობილურის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.
როგორ მოვახდინოთ მწვანე პასპორტის ვალიდაცია?
• Covidpass Georgia აპლიკაციის QR წამკითხველით ან moh.gov.ge QR წამკითხველით
• წამკითხველის გამოყენებისთვის საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა. დამატებითი მონაცემების შეყვანა საჭირო არ არის.
რა ინფორმაციას იღებს ვალიდატორი QR კოდის წაკითხვისას?
• საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – პიროვნების ფოტოსურათს და სახელისა და გვარის ინიციალებს
• უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – პიროვნების სახელს და გვარს, დაბადების თარიღს და დოკუმენტის N-ს.
• აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება მწვანე სტატუსს
• რა ვადით აქვს პირს მინიჭებული მწვანე სტატუსი (ტესტის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როდის ეწურება პირს მწვანე სტატუსი)
შენიშვნა: covidpass.moh.gov.ge საიტი და Covidpass Georgia აპლიკაცია ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს და გამართულ ფუნქციონირებას დაიწყებს პირველი დეკემბრიდან.
ვის შეუძლია საახალწლო ღონისძიებების მასპინძლობა?
• ობიექტს, რომლის ყველა თანამშრომელი (100%) არის მწვანე სტატუსის მქონე
მონიტორინგი და სანქციები
• მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს შრომის ინსპექცის სამსახური – შერჩევის პრინციპით
• ობიექტზე არა „მწვანე სტატუსის“ პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ობიექტს. წესის დარღვევის შემთხვევაში, სანქცია შეადგენს იურიდიული პირისთვის 10 000 ლარს, ინდმეწარმისთვის – 2 000 ლარს (განმეორების შემთხვევაში ობიექტის დალუქვა).
ვის დავუკავშირდეთ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში?
• 144 – მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი
• 1505 – ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი
• 1522 -ვაქცინაცცის ცხელი ხაზი
• 0800800909 – სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზი. ელექტრონული ფოსტა: appsupport@ita.gov.ge.
ამავე თემაზე:
🔵საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა
1740940602
მსოფლიოკირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...
1740936429
საზოგადოებაპატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ
„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...
1740933056
მსოფლიოსენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან
რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...
1740931424
მსოფლიოირანის სულიერი ლიდერი: რაც უკრაინის მაგალითზე უნდა მივიღოთ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მარიონეტული ქვეყნებისა და მთავრობების მიმართ მირაჟია
ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარ ინციდენტს უკრაინულ ენაზე X-ის საშუალებით გამოეხმაურა. „პირველი გაკვეთილი, რაც უკრაინის მაგალითზე უნდა მივიღ...
1740930560
მსოფლიოილონ მასკი - ორ წელზე მეტი ხნის წინ ვთქვი, რომ უკრაინა უნდა მიისწრაფოდეს მშვიდობისკენ ან განიცადოს ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი სარგებლის გარეშე, ეს უკანასკნელი ზელენსკის არჩევანი იყო
აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი აირჩია, მშვიდობისკენ სწრაფვის ნაცვლად, რაც...