წულუკიანი: ია მეტრეველი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია „ხელი არ აგიტოკდეს“ პოლიტიკის, ვინაიდან მისი შვილი, ბუტა რობაქიძე სწორედ ქუჩაში, პოლიციის ხელით იქნა მოკლული სახელმწიფოს მიერ

ია მეტრეველი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია ხელი არ აგიტოკდეთ პოლიტიკის, ვინაიდან მისი შვილი, ბუტა რობაქიძე სწორედ ქუჩაში, პოლიციის ხელით იქნა მოკლული სახელმწიფოს მიერ, - ამის შესახებ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა განმარტა, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ყველა პოლიციელს პარლამენტის ტრიბუნიდან უთხრა, „ხელი არ უნდა აგიტოკდეთ“, „ასეც მოიქცა პოლიციელების დიდი ოდენობა, მათ ხელი აღარ უტოკდებოდათ“,
„ის ცივილური სამყარო, რომელსაც ვეძახით ბებერ დემოკრატიულ ევროპას, რომლისკენაც ყველა ერთად მივილტვით და მივისწრაფვით, არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ე.წ. წვრილმანი დანაშაულისთვის და, არც უნდა ითვალისწინებდეს, მრავალწლიან პატიმრობას.
კანონი იმის კანონია, რომ უნდა იყოს არა მხოლოდ დამსჯელი, არამედ სამართლიანიც. საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი გამოვიდა და პარლამენტის ამ შენობაში, ტრიბუნიდან დააანონსა, რომ წვრილმანი დანაშაულისთვისაც კი, უნდა ყოფილიყო მაღალი სასჯელი, დააანონსა სისხლის სამართალში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა.
ამას მოჰყვა მთელი რიგი საკანონმდებლო „რეფორმები“, შემოღებულ იქნა გამკაცრებული სასჯელები და რაც მთავარია, შემოტანილ იქნა სრული შეკრებითობის პრინციპი. ეს იმას ნიშნავდა, ერთი ადამიანი მაგალითად, დღეს თუ მოიპარავდა პურს, ხვალ მოიპარავდა მურაბას და შემდეგ დააყაჩაღებდა ვინმეს, თითოეული ამ დანაშაულისთვის მიუსჯიდნენ სასჯელს, მაგრამ შემდეგ ეს სასჯელები არითმეტიკული წესით შეიკრიბებოდა. ყველას კარგად ახსოვს, მიიღებდნენ ხოლმე 25, 30, 35, 40 და მეტი წლით გრძელვადიან სასჯელებს.
ასე გადაივსო ქართული საპატიმროები პატიმრებით და, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, დაახლოებით 25 000 პატიმარი იხდიდა სასჯელს ქართულ ციხეებში. მათ ეძინათ რიგრიგობით, ჰეპატიტი „ცე“ და სხვა ჰეპატიტები, ტუბერკულოზი და გადამდები დაავადებები იყო მოდებული, რეალურად ეპიდემია მძვინვარებდა, იყო ძალიან მაღალი სიკვდილიანობა. შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, ქვეყნის ნომერ პირველმა პოლიციელმა ყველა პოლიციელს პარლამენტის ტრიბუნიდან მაშინ უთხრა – „ხელი არ უნდა აგიტოკდეთ“.
ასეც მოიქცა პოლიციელების დიდი ოდენობა, მათ ხელი აღარ უტოკდებოდათ და ნახეთ კადრები, რომელიც არ არის მაფიოზური ფილმიდან ამოღებული. თბილისში, სანაპიროზე ახალგაზრდები, კონკრეტულად ვაზაგაშვილი და სხვები ჩაცხრილა სახელმწიფომ თავისი ხელით. დღევანდელმა ახალგაზრდებმა ეს კარგად უნდა იცოდნენ. ია მეტრეველი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია „ხელი არ აგიტოკდეს“ პოლიტიკის, ვინაიდან მისი შვილი, ბუტა რობაქიძე სწორედ ქუჩაში, პოლიციის ხელით იქნა მოკლული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
1744828351
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა
„მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არ...
1744827515
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია დოიაშვილზე: როდესაც ხარ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური აქტივისტი და პარტიული მიზნების მიღწევაში ჩართული გყავს სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის ორგანიზაცია და მისი რესურსები, ამას საერთო არაფერი აქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლებასთან
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია, კულტურის სამინისტროს მიერ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გა...
1744824969
მსოფლიობაიდენი სიტყვით გამოვიდა და ტრამპს „ეს ბიჭი“ უწოდა - „რესპუბლიკელები ჯერ ისვრიან და შემდეგ უმიზნებენ“
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენითანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად საჯაროდ გამოჩნდა და ამერიკელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი მიგრანტების მიმართ მისი პოლიტიკის გამო გ...
1744820545
ახალი ამბებისაქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირები ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ
აფხაზეთიდან დროებითი დევნილი პირები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ....
1744817634
ახალი ამბებიკულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ კულტურის სა...