უგულავა არის მოსიარულე სირცხვილი - ალუდა ღუდუშაური

მოვუწოდებ „ცხელ თავებს" „ნაციონალურ მოძრაობაში", ხელი აიღონ იმ განზრახვებიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანებს, საზოგადოებრივ წესრიგს - უგულავა არის მოსიარულე სირცხვილი, როგორ ბედავს ეს „ფარჩაკი" და შეურაცხყოფას აყენებს პოლიციელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციას და გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა.მისი თქმით, სამართალდარღვევაზე პოლიციას ადეკვატური რეაგირება ექნება.
„გიგი უგულავა ჩამოყალიბდა ქვეყნის სირცხვილად, ოპოზიციის სირცხვილად ამავდროულად. ყველამ კარგად დავინახეთ, როგორ ესაუბრება პოლიციის წარმომადგენელს და როგორი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს პოლიციას, იმ პოლიციას, რომელიც იცავს კანონს და არ არბევს ადამიანებს.
ნიშანდობლივია, რომ დღეს პროცესი მიმდინარეობს ისეთ საქმეზე, როგორიც არის ტელეკომპანია "იმედის" დარბევა, ჟურნალისტების ცემა და მძიმე დანაშაულები, რაც ამ პერიოდს ახლდა თან. აქედან გამომდინარე ავანგარდში მყოფი უგულავა ამ პროცესებისა, დღეს იმ პოლიციას, რომელიც აბსოლუტურად მშვიდად იცავს მართლწესრიგს, აყენებს შეურაცხყოფას და ეს ადამიანი არის მართლაც სირცხვილი, მე მას მოვუწოდებ, ხელი აიღოს ამ განზრახვისგან, თორემ უგულავა, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი კი არა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე არის მოსიარულე სირცხვილი, მას სახე ნამდვილად არ აქვს, დაკარგული აქვს და მე მას ვურჩევდი, უბრალოდ, ადამიანობა მაინც გამოიჩინოს და პოლიციას და იმ ადამიანებს ვინც ქვეყნის ღირსებას იცავენ, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს პასუხისგება თავის ამ სამარცხვინო საქციელის, მართლაც ეს "ფარჩაკი", როგორ ბედავს და შეურაცხყოფას როგორ აყენებს პოლიციას, რომელიც იცავს, მათ შორის, ამ ქვეყნის სირცხვილის უფლებებს,"- განაცხადა ღუდუშაურმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1740751750
საზოგადოებალაუს ვალდნერი - საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასრიალო ტრასა აქვს და მსოფლიო თასის შეჯიბრიც ძალიან კარგად ორგანიზებული იყო
გუდაურში, სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის შეჯიბრის დირექტორის, კლაუს ვალდნერის შეფასებით, საქართველოში ტურნირი წარმატებით ჩატარდა. როგორც ვალდნერმა აღნიშნა, საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასრი...
1740750775
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვ...
1740749429
სპორტი„გუნდში უკვე ადაპტირდა და თავისუფლება უნდა მივცეთ ინდივიდუალური თვისებების გამოსავლენად“ - ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე
პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საფრანგეთის ლიგა 1-ის ფარგლებში ლილის წინააღმდეგ თამაშის წინ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით...
1740748702
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7904 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8172 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1740747857
საზოგადოებალევან მაჭავარიანი - ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, „დიფ სთეითს“ ბრიტანეთში კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული
ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, „დიფ სთეითს“ ბრიტანეთში კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრ...