„ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს, ნუ შეუშლით ხელს შტაბის მუშაობას“ - საკოორდინაციო შტაბის განცხადება

დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო შტაბი განცხადებას ავრცელებს.
„მოგეხსენებათ, რომ სტიქიიდან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურიისა და აჭარის რეგიონებში, არის საკმაოდ მძიმე სიტუაცია. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად, მათ შორის მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, მძიმე ტექნიკა, ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და დავალებების გადანაწილება შესაბამისი მიმართულებით.
მსგავს რთულ ვითარებაში, დამატებით, დიდ პრობლემებს ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება. არასწორი ინფორმაცია კი იწვევს უსაფუძვლო პანიკას, დაბნეულობას მოსახლეობაში, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს საკოორდინაციო შტაბის მუშაობას.
ასევე, უაღრესად კონტრპროდუქტიულია ეგრეთ წოდებული მოხალისეობრივი ინიციატივების გამოჩენა შტაბთან კოორდინაციის გარეშე, რადგან უკვე დღეს, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად მოხალისეების დასახმარებლად გახდა საჭირო მძიმე ტექნიკის გამოყენება და სამაშველო სამუშაოები.
ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს, ნუ შეუშლით ხელს შტაბის მუშაობას და ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც საბოლოო ჯამში არათუ ხელს უწყობს, არამედ ძალიან უშლის ხელს შესაბამის სამსახურებს მოქალაქეების დახმარების პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.
1740495360
ახალი ამბებინანუკა ჟორჟოლიანმა კახეთში მიმავალი „ოფროუდის“ მოყვარულთა ჯგუფი, დასავლეთ საქართველოს სოფლებში წამსვლელ მოხალისეებად გაასაღა
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელის მეშვეობით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, კახეთში მიმავალი „ოფროუდის“ მოყვარულთა ჯგუფი, მან ქუთაისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით წამსვლელ მოხალ...
1740493864
ახალი ამბებიგარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილი: უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავის შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, ჩემი დიდი ბებია ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა
„უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩემი დიდი ბებია ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა“, - განაცხადა გურიაში გარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილმა შორენა გურგენიძემ....
1740493443
ახალი ამბებინაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის შეზღუდვები მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა დაწესდა ნ...
1740492251
ახალი ამბებისოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს
„სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს“, - ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაცხადეს. როგორც ადმინისტრაციაში...
1740491238
ახალი ამბებიიანვარში კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა
2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 459.03 მილიონი ლარით (0.74%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე,...