ცნობილია, როდის დაიწყება საქართველო-სომხეთის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა

უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორ მატჩიან დაპირისპირებაზე ბილეთების გაყიდვა იწყება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 23 მარტს, თბილისში, დინამო არენაზე გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება TKT.GE-ზე.
ხოლო 20 მარტს, ერევანში დაგეგმილი შეხვედრის ბილეთების გაყიდვა 28 თებერვლის 12:00 საათიდან დაიწყება და ასევე TKT.GE-ზე იქნება შესაძლებელი. ცნობისთვის, შეხვედრა ერევნის ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 14 000 მაყურებელს იტევს.
რა ეღირება ბილეთები?
თბილისში, საქართველო-სომხეთის თამაშის ბილეთის ფასი 20, 40, 70 და 100 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის ფანებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები.
ერევანში, სომხეთი-საქართველოს მატჩის ბილეთის ფასი 10 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელფოსტა). მომხმარებელი მატჩის ელექტრონულ ბილეთს თამაშამდე 24 საათით ადრე მიიღებს“, - აცხადებენ ფედერაციაში.
1740495360
ახალი ამბებინანუკა ჟორჟოლიანმა კახეთში მიმავალი „ოფროუდის“ მოყვარულთა ჯგუფი, დასავლეთ საქართველოს სოფლებში წამსვლელ მოხალისეებად გაასაღა
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელის მეშვეობით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, კახეთში მიმავალი „ოფროუდის“ მოყვარულთა ჯგუფი, მან ქუთაისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით წამსვლელ მოხალ...
1740493864
ახალი ამბებიგარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილი: უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავის შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, ჩემი დიდი ბებია ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა
„უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩემი დიდი ბებია ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა“, - განაცხადა გურიაში გარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილმა შორენა გურგენიძემ....
1740493443
ახალი ამბებინაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის შეზღუდვები მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა დაწესდა ნ...
1740492251
ახალი ამბებისოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს
„სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს“, - ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაცხადეს. როგორც ადმინისტრაციაში...
1740491238
ახალი ამბებიიანვარში კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა
2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 459.03 მილიონი ლარით (0.74%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე,...