ემიგრანტების სიხარულიც და ტკივილიც ისე ჰგავს ერთმანეთს, გეგონება შენ ამოთქვი

„ემიგრანტის სიხარული და ტკივილიც ისე ჰგავს ერთმანეთს, გეგონება შენ ამოთქვი. ხან წიგნის კითხვის დროს გაქვს ეს განცდა, თითქოს ავტორი შენ იყავი, წინა ცხოვრებაში. ზოგჯერ წაკითხული ფრაზა, რომელიც იმ დროს შენს მდგომარეობას აღწერს, ზოგჯერ კი უბრალოდ ქმედებაში იხატები “შენ”.

ზოგჯერ იკარგები და მხოლოდ მაშინ ამოყვინთავ როცა, რომელიმე ტკივილიან ან სასიხარულო ემიგრანტის პოსტს წააწყდები სოციალურ ქსელში, თითქოს სათქმელი მოგპარეს, თითქოს მათი კალმის წვერს დაეკიდა შენი სათქმელი.
მერე თანდათან ხვდები, რომ ამ სამყაროში “მარტო შენ” არ ხარ (ასე რატომ აზვიადებ), არადა “მხოლოდ შენ”-ად ყოფნა ყველაზე რთულია ამ ქაოსში.

ქაოსიცაა და ქაოსიც, ყველა მაინც იკვლევს გზას, ყველა განსხვავებულად, ზოგი ტოვებს კვალს ზოგიც ვალს…
ცდილობ კვალი უნაკლო ვერა, მაგრამ „კარგი“ იყოს, ეძებ თავს, ხან პოულობ ხან იკარგები…
მერე ისევ „gallega“-ს პოზიციაში ხარ, სანამ რამე ზრდადი არ გამოგაფხიზლებს.

წლები თავისას შვება, „ზრდის“ მოთხოვნილება მეტი გაქვს. იზრდები და აღმოაჩენ, არაფერი გაქვს საერთო ძველთან ან ძველებთან.
მერე სიახლე, „მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნია“ -ს არ ეთანხმები, ზოგი ამართლებს და ეჭიდები ამ მზეს შენს სამყაროში.
სულაც არ გწყვეტს გულს „ძველები”, რადგან მათ მისია ამოწურეს, შენს სამყაროში და პირად ზრდაში.
დგები უბრალოდ დგები და გზას აგრძელებ. ამასობაში ღიმილიც ისწავლე და არც ის გავიწყდება, ყველაფერი რომ ადამიანის მოგონილია.“

ავტორი: როზა ლიპარტელიანი. ემიგრანტი იტალიაში.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 91 წლის იტალიელი ჯინა, იღბლიანი ემიგრანტი და საშობაო სუფრა ქართველებისთვის - სამი ამბავი იტალიიდან

📌 ქართველ “ბადანტეს“, იტალიელმა მოხუცმა განთავისუფლების ცნობაზე ხელი, გარდაცვალების შემდეგ მოუწერა

📌 საქართველოში ვატიკანის ელჩის, ჟოზე აველინო ბეტანკურის საშობაო მილოცვა

📌 50 599 ახალი შემთხვევა - იტალიამ საკუთარი ანტირეკორდი მოხსნა               

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741096076

მსოფლიო

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...

სერბეთის პარლამენტ

1741096008

მსოფლიო

„დროა, აშშ-მა დატოვოს ალიანსი“ - ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან - fox news

ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იტყობინება. სენატორმა მაიკ ლიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მსგავს იდეას. ლონდონში ნატოს მოკავშირე...

ნატო

1741095905

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა

ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...

ირაკლი კობახიძე

1741095859

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს

რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...

ირაკლი კობახიძე

1741095797

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...

ირაკლი კობახიძე