ემიგრანტის წერილი: "საქართველოში მოულოდნელად ჩასულს, ოჯახმა მითხრა, ჯერ ჩვენთვის უნდა გეკითხა, იყო თუ არა შენი ჩამოსვლის დროო"

სოციალურ ქსელში, ქართველი ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფში, ოჯახისგან საშინლად გულნატკენი ემიგრანტის, მანანა კვინიკაძის პოსტი ვრცელდება, რომელიც ძალიან ბევრ ემიგრანტს, კიდევ ერთხელ დააფიქრებს.
"მე პირველ რიგში დედა ვარ... ემიგრანტი დედა და არ შემიძლია არ ვთქვა ეს, მაგრამ არც ღიად საუბარი შემიძლია, იმიტომ, რომ მე მარად იმ შვილების დედა ვიქნები, შვილებისა, რომლებიც თურმე სულიერად ისე შემომეცალნენ ვერც გავიგე...
12 წელი ემიგრაციაში გავატარე. საბუთიც უნდა ამეღო და რომ ვუთხარი ჩემებს საბუთს ვაკეთებ-თქო... მაგაში ხარჯავ ფულს, სანამ იქნები იქნები და მერე წამოხვალო... მეც გამიხარდა, დამთავრდა ჩემი ემიგრანტობა და ყოველი თვის ბოლოს, ბანკში რიგში დგომა ფულის გასაგზავნად-თქო. ცოტა ფულიც მოვაქუჩე და გადავწყვიტე სიურპრიზი მომეწყო ოჯახისთვის. ყველა მუშაობს და მეც წყნარი სიბერე მელოდება-მეთქი ვფიქრობდი.
ავიღე ბილეთი, ავიბარგე და ჩემი აზრით სამუდამოდ დავტოვე იტალია და ვუწყობ გრანდიოზულ სიურპრიზს ოჯახის წევრებს. გადავფრინდი საქართველოში, სახლში ტაქსით მივედი... ადრიანი დილაა... მივეცი ზარი გაიღო კარები და ჩემი ქმრის შეშფოთებული მზერა და საოცარი ხმა... ხმა რომელიც ჭერს ჩამოანგრევდა. - შენ რა გინდა აქ? მოგროვდნენ ოჯახის წევრებიც, მაგრამ ყველას შეშფოთებული სახე და ყველას შეძახილი - რა მოხდა, რატომ ჩამოხვედი? მე დავიბენი და ვიფიქრე ეს მოულოდნელი სიხარულისგან მოუვიდათ-თქო და გახარებულმა ვუთხარი, რომ სულ დავბრუნდი. კი მაგრამ ჩვენთვის არ უნდა გეკითხა იყო თუ არა ჯერ დრო შენი დაბრუნებისო? - მიპასუხეს.
მეტს აღარაფერს დავწერ. საქართველოში და ოჯახში სამუდამოდ დაბრუნებული ემიგრანტი დედა და ცოლი, ერთ კვირაში ისევ იტალიაში დავბრუნდი, მაგრამ გაფრთხილებთ ემიგრანტო მშობლებო, როცა ემიგრაციაში ხართ, შეცვალეთ ოჯახისადმი მიდგომა. არ ვიცი როგორ და რა დროს გვეცლება ოჯახი ხელიდან, მაგრამ იცოდეთ, ემიგრანტი დედა, ემიგრანტი ცოლი და ახლობელი, მხოლოდ ფულის ტომარაა და მხოლოდ თვის ბოლოს გასახსენებელი. მოძებნეთ გზები შეინარჩუნოთ ოჯახები. მე მკვდარი რომ მივესვენებინე ვინმეს (ალბათ სწორედ ასე მომიწევს) ის უფრო არ გაუკვირდებოდა "ჩემებს", ვიდრე ის, ის რომ ცოცხალი მივედი.
1741873459
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: ბალტიისპირეთს აწყობს საქართველოში აგიზგიზებული ცეცხლი, მით უმეტეს, თუ ამაში რუსეთის ფედერაცია იქნება ჩართული, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ბალტიისპირეთისთვის აგრესიას ნაკლები პერსპექტივა ექნება
მათი ეს წასვლა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მოგზაურობა, ხარჯების ანაზღაურება არის მცირე ნაწილი იმ ხარჯებისა, რაც ამ ადამიანებისთვის არის გამოყოფილი. ადამიანებისთვის, რომელთა მთავარი მიზანი არის ქვეყნის დ...
1741871809
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელია და 2.7775 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7775 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი...
1741869885
ახალი ამბებისარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საზღვარზე ოქროს ნაკ...
1741868890
მსოფლიოტრამპმა ევროკავშირს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მტრული და ტარიფებითა და გადასახადებით ბოროტად მოსარგებლე ორგანო უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მტრული და ტარიფებითა და გადასახადებით ბოროტად მოსარგებლე ორგანოა. „ევროკავშირი, მსოფლიოში ერ...
1741866661
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი და დეპუტატები 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვაპაპუაშვილი და პარლამენტის წევრები 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისდროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთიდანგადმოსვენებული პირების სამოქალაქოპანაშვიდს...