"გავიდა დრო და სხვა ქვეყანაში გადმოხვეწა მომიწია იმისთვის, რომ ჩემი შვილებისთვის განათლება მიმეცა. აქაც უფალმა არ გამწირა და საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი" - ემიგრანტის წერილი

რომში მცხოვრები ემიგრანტი თამარ დვალი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" წერილს აქვეყნებს, სადაც ბიოგრაფიული შტრიხებზე საუბრობს და იტალიაში ახალი ასოციაციის "თამარიონის" დაარსებას აანონსებს. თამარის წერილს, ჩვენს მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:

"და მაინც საიდან დავიწყო და რით დავამთავრო - ეს არის ყველაზე რთული ჩემთვის. როგორც ეგზიუპერი ამბობდა, ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. საუკეთესო ბავშვობა მქონდა ლამაზი ისტორიებით, ხან "ფუფალას" როლს ვირგებდი და ხან თამარ დედოფლის. ჩემი ბებია ზუსტად ისეთივე იყო და ზუსტად ისე ზრუნავდა და დამფუსფუსებდა თავს, როგორც ნოდარ დუმბაძის გმირ ზურიკელას. განებივრებული ერთადერთი გოგო ვიყავი დვალების ოჯახში და ამას ვიფერებდი. მადლობა ჩემს მშობლებს და ნათესავებს, რომ ვარ ის რაც ვარ. წესიერ და პატიოსან ოჯახში გაზრდილი და აღზრდილი.

სკოლის დამთავრების შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავირიცხე და ჩემი ცხოვრება დავუკავშირე გია ბაკურაძეს, ჩემი შვილების მამას. მასთან დიდი სიყვარული მაკავშირებდა.

მის გვერდით ძალიან ბევრი სასიხარულო და მძიმე დღეებიც გავიარე. მან ძალიან მალე დაგვტოვა - 24 წლის ასაკში ორი პატარა შვილით დავრჩი. გიას გარდაცვალება ჩემთვის იყო მეხის დაცემა... ჯერ სულ პატარას, ორი შვილით, მარტო დარჩენის შემდეგ მომიწია დიდ სირთულეებთან გამკლავება, თუმცა ჩემს გვერდით იყვნენ კეთილი ადამიანები, რომლებსაც არცერთი წუთი არ მივუტოვებივარ იმ გაუსაძლის პერიოდში, მათ შორის კახა ჯანაშვილი, მამუკა სეხნიაშვილი  და ჩემი მეუღლის სხვა მეგობრებს.... 

ასევე მამა დავით ნოზაძეს, რომელმაც სწორი რჩევებით ძალიან სწორ გზაზე დამაყენა.დიდი მოთმინებით პასუხობდა ჩემს კითხვებს და მაძლიერებდა.

"არასდროს უფალი არ მოგცემს ისეთს განსაცდელს, რასაც ვერ გადაიტან და ვერ აჯობებ, ასე რომ თავი მაღლა ასწიე და ცხოვრება განაგრძეო" - მისი ეს სიტყვები იყო ბიძგი და იმედი, რომ ყველაფერს შევძლებდი უფლის დახმარებით.  

მინდა გამოვყო და დიდი პატივისცემით მოვიხსენიო ,,ბანკი რესპუბლიკა". რომ არა მათი თანადგომა, ალბათ მე სიცოცხლეს ვეღარ გავაგრძელებდი. მათ მომცეს საშუალება ფეხზე დავმდგარიყავი და ორი პატარა ბიჭი ვაჟკაცებად და განათლებულ კაცებად აღმეზარდა. ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული ბ-ნ გოჩა მაცაბერიძეს და ლაშა პაპაშვილს. ყველას ჰყავს ცხოვრებაში მთავარი ადამიანი და ეს ჩემთვის ნანუკა კობაიძე აღმოჩნდა, ადამიანი რომელმაც ცხოვრება მასწავლა, რომელიც ჩემთვის მისაბაძი გახდა, ადამიანი რომელიც სიკეთეს, სიხარულს და სიყვარულს აფრქვევდა მუდამ. მადლობა ამისთვის მას, რომელმაც მომცა კარიერული აღმასვლის შანსი. ასევე ბ-ნ სოსო ფხაკაძეს და ბევრ წარმატებულ და შემდგარ ქართველს, რომლებთანაც მომიწია თანამშრომლობა და პიროვნული ზრდა. ვამაყობ რომ საუკეთესო წრეში საპატიო ადგილი მერგო წილად ვყოფილიყავი თქვენი თანამშრომელი და კარგი მეგობარი. ამათგან ძალიან ბევრი ფეისმეგობარი მყავს და იმედია დამეთანხმებიან, არასდროს არავისთვის ზემოდან არ მიყურებია. ვიყავი ყოველთვის სიმართლის, პატიოსნების სადარაჯოზე.  

გავიდა დრო და სხვა ქვეყანაში გადმოხვეწა მომიწია იმისთვის, რომ ჩემი შვილებისთვის განათლება მიმეცა. აქაც უფალმა არ გამწირა და საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი.

,,სანთელ-საკმეველი თავის კვალს არ კარგავსო" - ასეა ეს! ჰოდა,აღმოვჩნდი დიდი სახლის პატარა დიასახლისი. ეს უფლის საჩუქრად ჩავთვალე ამდენი თავზე დამტყდარი ქარიშხლის შემდეგ.

5 წელი შემისრულდა, რაც იტალიის შუაგულში დავფუძნდი ჩემი შვილებით და დედით.

როცა უნდა ვყოფილიყავი ყველაზე ბედნიერი და მშვიდად მეცხოვრა, ზუსტად მაშინ იფეთქა იმ გადატანილმა სტრესმა, დარდმა, შიშმა. მიმტყუნა ნერვებმა და ჯანმრთელობამ. თურმე ადამიანი, რომელიც მუდამ მომართულია იმისთვის, რომ გადარჩეს და სულ ცოტა დაისვენოს, თქვას - ჰოი საოცრებავ, მეც მეღირსა მშვიდი ცხოვრება! აი, ზუსტად იქ არის ჩასაფრებული ეშმაკი და მეც მაჯობა. ძუ ლომად მონათლულ თამარას, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ ერეოდა, მომერია დეპრესია.

ამას ჩემს ხელში გაზრდილი ბიჭების დაღუპვამაც ხელი შეუწყო. მე ხომ მათ ღიმილის ბიჭები შევარქვი, თოკა და ნიკა მიყვარხართ. 

დღეს მე გადავწყვიტე, ერთწლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდე საზოგადოებაში და ისევ ის თამუნია - თამარი ვიყო, როგორიც მთელი ცხოვრება ვიყავი და ამაში, კეთილო, კარგო ღირსეულო მეგობრებო, თქვენი დახმარება დამჭირდება! მე თქვენ მიყვარხართ და ვიწყებ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყანაში ბევრი გაჭირვებულის, გზააბნეულის და უბრალოდ შეშინებული ადამიანის თანამგზავრი ვიქნები. მაშ ასე, ჩემი ნანატრი და ნაოცნებარი ქალიშვილი არა, მაგრამ ჩემი ცხოვრების მეგზურის ალექსანდროს და ჩემი ბიჭების დახმარებით, იტალიაში, ქალაქ რომში დავაარსეთ ასოციაცია "თამარიონი", რომელიც მოიცავს ბევრ საინტერესო თემას, რომელსაც თქვენთან ერთად გავივლით, გავიზრდებით და ფეხზე დავდგებით, როგორც სფინქსი ფერფლიდან აღვსდგებით! ჩვენ ხომ ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი და გასამთლიანებელი გვაქვს, ძლიერი ემიგრაცია ძლიერი მომავალია ჩვენი შვილების და შვილიშვილებისთვის! 

სულ მალე ახალი თემებით, სიახლეებით და სიურპრიზებით დაგიბრუნდებით. პატივისცემით თ. დვალი" - წერს თამარ დვალი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742927854

საზოგადოება

ლევან ცუცქირიძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: ანგარიშვალდებულებას ვგრძნობთ ამ საკითხთან მიმართებით, ამიტომ, ამაზე მსჯელობა გვექნება

 „ჩვენ პოლიტიკაში მოვედით იმისთვის რომ ისეთი პოლიტიკური პარტია შევქმნათ, რომელიც მართლა დემოკრატიული, ანგარიშვალდებული იქნება მხარდამჭერებთან, თანამოაზრეებთან, საზოგადოებასთანაც და რამდენადაც შევძლებთ...

ლევან ცუცქირიძე

1742926252

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მადლობაზე: ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის

ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ როდესაც ამ სანქციებს აწესებენ, ამას დამაშინებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს. ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვ...

არჩილ გორდულაძე

1742924150

ახალი ამბები

პაატა სალია: იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია

 იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია და დესტაბილიზაცია, - გან...

სალია

1742922159

ახალი ამბები

პარლამენტში სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში, პარლამენტში, სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმა...

წილოსანი

1742920523

მსოფლიო

ირანი მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტის შეჯერებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს

ირანი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ტექსტის შეთანხმებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ირანის საგარეო სა...

სეიედ აბას არაგჩი