ქართველი ბიჭის ტრაგიკულად დასრულებული გადაღება იტალიის მიტოვებულ სოფელში - რას წერს ბერძნული მედია 21 წლის გიორგი ჯანელიძის დაღუპვაზე

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა, გიორგი ჯანელიძე ტრაგიკულად დაიღუპა. მას საბერძნეთში იცნობდნენ, როგორც "ტიკტოკერს", სახელად Tzane. გიორგი 2011 წლიდან ცხოვრობდა საბერძნეთში, მშობლებთან ერთად.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ჯანელიძე იტალიაში 5-კაციან ჯგუფთან ერთად, ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა. ე.წ. მოჩვენებათა სოფელს ესტუმრა და მისი ვიზიტი ტრაგიკული აღმოჩნდა.
რა ვითარებაში გარდაიცვალა ის, დაზუსტებით ცნობილი არ არის, თუმცა ზოგიერთი მედიასაშუალება წერს, რომ ის აივნიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მაშინ გადმოვარდა, როცა ვიდეოს იღებდა, მას ფეხი დაუცდა.
Ambebi.ge- ს გარდაცვლილის ახლობელი უყვება, რომ გიორგის სპორტული სამოსის ბრენდი ჰქონდა სახელად, "underdog" .
"21 წლის ასაკში იცნობდა მთელი საბერძნეთი, უამრავი გამომწერი ჰყავდა, დოკუმენტური ფილმის გადასაღებად იყვნენ წასულები, 5-კაციანი ჯგუფი. საქართველოში კარგა ხანია არ ყოფილა. სექტემბერში იღებდა მუდმივ მოქალაქეობას, საბერძნეთის სახელით ჭიდაობდა კიდეც. კარგი შედეგები ჰქონდა. თურქეთშიც ყოფილან დოკუმენტური ფილმის გადასაღებად. ახლა იტალიაში იყვნენ." - ამბობს მისი ახლობელი.
Reggio di Calabria - ასე ჰქვია იტალიის მიტოვებულ სოფელს, სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. სოფელი ხალხისგან 1971 წელს სრულად დაიცალა, რადგან აქ ხშირად ხდებოდა მიწისძვრები და წყალდიდოებები. ამიტომაც ხალხმა "უვარგის" ადგილად მიიჩნია.
წყარო: ამბები ჯი
1742916914
სპორტისაქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სერბეთი 3:1 დაამარცხა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი მე-11 წუთზე გაბრიელ სიგუამ დააწინაურა, შვეიცარიული...
1742914648
ახალი ამბებიპარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთი საქმე - შპს „მაგნატის“ საქმე განიხილა
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთი საქმე - შპს „მაგნატის“ საქმ...
1742913839
სპორტიხვიჩა კვარაცხელიას მეგობარი პსჟ-ში? - ნიგერიელის აგენტმა მუშაობა უკვე დაიწყო
LE 10 SPORT-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის თავის მეგობარს, ვიქტორ ოსიმენს ურჩევს. „შეტევის გასაძლიერებლად პსჟ-მ €70 მილიონი გადაუხადა „ნაპოლის“ ზ...
1742912084
ახალი ამბებიმეუფე შიო: მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისთვის
„მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის“, -...
1742910379
საზოგადოებაLa Gazzetta Georgia: ესპანეთში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნება
ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნება. ინფორმაციას ონლაინმედია La Gazzetta Georgia ავრცელებს. „ჩემთვის პრივილეგიაა, როცა ისეთი ქალაქი, როგორიც ტოლედოა ასე მაფასებს. აქაურობა...