"რომ იცოდეს ნანამ, რა უბედური და დაღუპული იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი, ინატრებდა ჰაერშივე აფეთქებულიყო თვითმფრინავი" - ემიგრანტის ისტორია

სოციალურ ქსელ ფეისბუკში, ერთ-ერთი მომხმარებელი ემიგრანტების მძიმე ყოფასა და სამშობლოში დარჩენილ მისი სიტყვებით "გაუმაძღარ" ოჯახებზე ემოციურ პოსტს წერს:

"საოცარ დიალოგს შევესწარი დღეს სამარშრუტო ტაქსიში, ერთი გოგო შესჩიოდა მეორეს, რომ ნანა ბრუნდებოდა ემიგრაციიდან...

ახლაც არ ვიცი, ვინ იყო ის ნანა მისთვის, მაგრამ რომ იცოდეს ნანამ რა უბედური და დაღუპული იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი, ინატრებდა ჰაერშივე აფეთქებულიყო თვითმფრინავი..

ერთი ამბავი გამახსენა ამ ფაქტმა...

მორიგე ვიყავი სამსახურში - ერთი ჩვენი კლიენტი მოვიდა აღშფოთებული და განერვიულებული, ოქროები მოიხსნა და შემიფასეო მთხოვა, მანქანის შეცვლა მინდა და თუ დამაკლდა თანხა მერე დავტოვებო, ვიდრე ნივთებს ვსინჯავდი მოიოხა გული ჩემთან...

დედაზე იყო გაბრაზებული...

"8 წელია ამერიკაშიაო, ახლა ატყდა პატარა ბავშვივით, უნდა ჩამოვიდეო, არ მინდა უცხო ქვეყანაში მოვკვდე, ჩემს სახლში მინდაო...

 სად გაექცევა ეს სახლი, ძლივს ცოტა ამოვისუნთქეთ, ვალი გადავიხადეთ, სახლი ვიყიდეთ, რემონტს ვამთავრებთ, მეტალოს კარ-ფანჯარა და ცენტრალური გათბობა დარჩა, სხვა ყველაფერს მოვრჩიო.

ვეუბნებიბარემ დაგვემთვრებინა ესეც, რომ ჩამოვიდეს აქ რას ვიზამთ არც მე ვმუშაობ და არც მამაო, ისევ თავიდან უნდა ავიღოთ ვალები და რისთვის იწვალა ამდენიო...

ხალხი ნატრობს ამერიკასო, ღმერთის წყალობით გაუმართლა და წავიდა და ასე იოლად წამოვა კაცი იქედანო?!..."

უკვირდა შვილს... ხელისგულზე გაზრდილს...ბინიანს, მანქანა გამოცვლილს, ცენტრალური გათბობით გამთბარს, მაგრამ მაინც ცივსისხლიანს...

და დედას გაწირულს, გაყიდულს... საკუთარ სახლში სიკვდილის უფლება ჩამორთმეულს...სახვეწარი გაუხდა მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმა, ვერ გააძღო "უმუშევარი" ქმარ-შვილი...

ტრაგედია კიდევ ის უფროა, რომ მრავლად არიან დღეს ასეთები..

მოხუცი მშობლების ხარჯზე გვერდებგასიებული უსაქმურები, შუბლის ძარღვი, რომ არ უწყდებათ ისე ხარჯავენ ასე ნაწვალებ და ნაოფლარ ფულს და სჯერათ რომ "გაუმართლა" მშობელს იმით, რომ ამერიკელს ემსახურება და არა ბერძენს....

ჰო...

რატომ მოვყევი ამდენს...

მადლობა მინდა ვუთხრა დედას, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და არის...

რომ რა დროსაც არ უნდა დამჭირდეს, ვიცი გავაღებ კარს და იქ დამხვდება... ჯანდაბამდეც გზა ჰქონია სახლს, სადაც დედა არ იქნება...

ჰო და კიდევ...

კინაღამ დამავიწყდა მეთქვა...

ჩემს სახლს არ აქვს მეტალოს ფანჯრები, გაგიკვირდებათ და არც ცენტრალური გათბობაა, მაგრამ დავიფიცებ სამყაროში თუ რამე არსებობს საფიცარი, რომ ჩემი ბავშვობის სახლში ყველაზე მეტად თბილა", - წერს ფეისბუკმომხმარებელი.

სხვა სიახლეები:

🔳 ნანა გეგეჭკორი: ომიკრონით გამოწვეული კოვიდ -19 ნამდვილად არის ბევრად უფრო მსუბუქი და ნაკლებად სასიკვდილო დაავადება - აკონტროლეთ თქვენი ქრონიკული პრობლემები

🔳 “იტალია სავარაუდოდ ესპანეთის მსგავსად “კოვიდ19”-თან ბრძოლის სტრატეგიას შეიცვლის” - დოდუკა ბრატულიჩი

🔳 "გუშინ ქუჩაში, დახლთან ასე დამხობილი და ჩაძინებული ვნახე ეს ადამიანი - განვითარებულ ქვეყნებში ამ ასაკის პენსიონერები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ ჭიქა შამპანურით ხელში" - რას წერს ბლოგერი დავით ჩუთლაშვილი

🔳 "შემიძლია, გაგეგაგზავნოთ წამლებზე, საკვებზე, სხვა საჭირო ნივთებზე" - გოგა ჩანადირი კოვიდპაციენტებს დახმარებას სთავაზობს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1730793401

ახალი ამბები

დიდთოვლობის გამო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ63 (ანდეზიტი-ღადო) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულის შეს...

ზოგადი

1730790996

საზოგადოება

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - „იყავით პროდუქტიულები, მაქსიმალურად გამოიყენეთ დღე მიზნებისა და გეგმებისთვის“

„დღევანდელი დღის მმართველი მარსია, ეს დღე საკმაოდ აქტიური იქნება. შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას, გამოიყენეთ ეს დღე თქვენი მიზნებისთვის. გარდა ამისა სასურველია იყოთ გულახდილები და თუ მოგეცემათ საშუალებ...

ნინა სუსლოვა

1730788685

საზოგადოება

„სულ მასწავლიდა, უნდა იფიქრო კარგზე... შემეძლო მისთვის გამენდო საიდუმლო და მიმეღო ძალიან საჭირო პასუხები“ - მიხეილ ცაგარელის ემოციური ინტერვიუ დედაზე

სალომე კახეთელიძის რუბრიკის „დედას” სტუმარი ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იყო, სადაც  მან დედაზე აქამდე უცნობი მოგონებები გაიხსენა. ემოციურ ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა თუ როგორი ურთიერთობ...

მიხეილ ცაგარელი

1730787856

მსოფლიო

საუდის არაბეთში უდაბნო თოვლით დაიფარა

საუდის არაბეთში, ალ-ჯაუფის რეგიონში უდაბნო თოვლით დაიფარა - ამის შესახებ უცხოური მედია წერს. უცნაურ სტიქიურ მოვლენებს უკვე რამდენიმე დღეა აკვირდებიან. უდაბნოში რამდენიმე დღის განმავლობაში, ძლიერი წვიმ...

საუდის არაბეთში უდაბნო თოვლით დაიფარა

1730787713

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრი წყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსა...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო