1 მაისი გაზაფხულისა და მშრომელთა საერთაშორისო დღესასწაული, რომელიც სათავეს 1886 წლიდან იღებს

პირველი მაისი გაზაფხულისა და შრომის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 

პირველი მაისი ოფიციალურ ეროვნულ დღესასწაულად არის აღიარებული 86 შტატში, თუმცა მას სხვადასხვანაირად უწოდებენ: შრომის დღე, გაზაფხულის დღე, მშრომელთა საერთაშორისო დღე და ა.შ. 

ამ დღეს სათავე 1886 წელს დაედო, როდესაც პირველ მაისს ჩიკაგოში, აშშ-ში მშრომელთა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. მისმა მონაწილეებმა 15-საათიანი სამუშაო დღის ნაცვლად 8-საათიანი სამუშაო დღე მოითხოვეს, თუმცა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და აქციას უამრავი მსხვერპლი მოჰყვა.

ხელისუფლების დავალებით პოლიციამ აქციის მონაწილეებს მასიური ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ასობით მომიტინგე დაიღუპა. გარდაცვლილთა ხსოვნისა და მათი უფლებების დასაცავად, მუშები მთელ მსოფლიოში 1 მაისს სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ, ეს დღე კალენდარში შრომის დღედ იქცა. 

მეორე საერთაშორისო კონგრესმა, რომელიც პარიზში 1889 წელს გაიმართა, გადაწყვიტა 1 მაისს ეწოდოს მშრომელთა სოლიდარობის მსოფლიო დღე - ჩიკაგოს მშრომელთა ხსოვნისადმი, რომლებიც იყვნენ პირველები, ვინც არსებული სისტემის წინააღმდეგ  აჯანყდნენ. კონგრესზე  გადაწყდა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ადამიანებს აქვთ უფლება ყოველწლიურად 1 მაისს გამოვიდნენ აქციებზე სოციალური მოთხოვნებით, ანუ მოხდა შრომის დღის ოფიციალური   სახელმწიფო დონეზე აღიარება.   

მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე  პოლიტიკური მიტინგებიდან თანდათან საყვარელ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა და მას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დღემდე ერთგულად აღნიშნავენ.

1 მაისის რეგულარულად აღნიშნავენ საბერძნეთშიც.  პანდემიის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ დღევანდელი დღის აღსანიშნავად, ათენი კვლავ  მორთულია ყვავილებით, დაგეგმილია საბავშვო  სპექტაკლები და  მუშათა ბრძოლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.  

აქვე შეგახსენებთ, რომ  მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაფიცვას აწყობენ. დღეს მთელი დღის განმავლობაში არ იმუშავებს  მეტრო (1, 2 და 3 ხაზები) და  ტრამვაი. 

ავტობუსები და ტროლეიბუსების თანამშრომლები გაიფიცებიან, სამუშაო გრაფიკის დილის და ღამის საათებში, ისინი მუშაობას დილის  10:00 საათიდან დაიწყებენ და  20:00 საათზე დაასრულებენ.   

ასევე საინტერესოა 

🔵1 მაისს ათენის მეტროს და ტრამვაის თანამშრომლები გაიფიცებიან - როგორ იმუშავებს ავტობუსები?!

🔵"ობით და ტარაკნებით სავსე ოთახში გვეძინა, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი გამოცდილება იყო" - რას ჰყვებიან კუნძულზე დასაქმებულები ?!

🔵"სარკეში ვიყურები და თავს ლამაზად ვგრძნობ"- როგორია იოანას ცხოვრება თავდასხმიდან 2 წლის შემდეგ?!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744962885

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: გახარიას და მისი პარტიის წევრებს ეგონათ, რომ 2020 წელი განმეორდებოდა, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ჩვენ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბრისას ოპოზიციის სამომავლო გეგმებს და ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - არ მონაწილეობის საკ...

სოზარ სუბარი

1744961567

ახალი ამბები

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.   საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა დ...

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა

1744960486

მსოფლიო

ნეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა - არიან დაღუპულები

სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად, საბაგირო გზაზე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშინ, როდესაც ბაგირზე სავალით 20-ზე მეტი მგზავრი სარგებლობდა, სალონის დამ...

ნეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა

1744958822

ახალი ამბები

დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია

ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია 2012 წელს იხსენებს, როდესაც ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა და დაიწყო საპროტესტო აქცია, ხოლო დოის სააკაშვილის ჯალათები იცავ...

დაჩი ცაგურია

1744958047

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას

„რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა...

ვლადიმერ ბოჟაძე