ათენში, საბჭოთა კავშირის დროს დაღუპული ჯარისკაცის ძეგლი დააზიანეს - მომხდარმა რუსეთის საელჩოს აღშფოთება გამოიწვია
ათენში, კერძოდ კალეთეაში უცნობი პირების მიერ, მეორე მსოფლიო ომის დროს საბერძნეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლზე, განხორციელებულმა ვანდალიზმმა ათენში, რუსეთის საელჩოს აღშფოთება გამოიწვია.
უცნობმა პირებმა, დაღუპული ჯარისკაცის ძეგლზე სიტყვა "აზოვი" დაწერეს, რაც უკრაინაში აზოვის ორდენს გულისხმობს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ათენში მოქმედმა რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებმა მკაცრი განცხადება გააკეთეს, სადაც ისინი გმობენ ისტორიის შეურაცხყოფას და ვანდალების დასჯას მოითხოვენ.
ათენში, რუსეთის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი აცხადებენ, რომ: „უკრაინული ნაციონალისტური ბატალიონის აზოვის მხარდამჭერებმა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ატერორებდნენ და ხოცავდნენ აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობას, აღმართეს ხელი საბერძნეთში წმინდა ხსოვნის წინააღმდეგ, რომელთაც, მეორე მსოფლიო ომის დროს, დიდი მსხვერპლის ფასად, დამონებული ევროპა ფაშიზმისგან გაათავისუფლეს.
ჩვენ ცალსახად ვგმობთ ისტორიის შეურაცხყოფის ამ ამორალურ მცდელობას და ვანდალიზმის მიუღებელ აქტს.
ჩვენ მოვუწოდებთ საბერძნეთის ხელისუფლებას, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ბარბაროსული თავდასხმის გამოსაძიებლად და ვანდალების დასასჯელად“- ნათქვამია რუსეთის საელჩოს წარმომადგენლების მიერ განთავსებულ პოსტში.
ასევე საინტერესოა:
🔷რუსეთის უნივერსიტეტის, ბერძენი სტუდენტები შველას ითხოვენ
🔷უამინდობის ახალი ტალღა საბერძნეთში - თოვს ათენშიც
🔷საბერძნეთში ვაქცინის მეოთხე დოზა ყველასთვის სავალდებულო გახდება ?! - ბერძენი პროფესორის განცხადება
1736773738
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8292 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8310 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1736773205
მსოფლიოინდოეთში დაიწყო ფესტივალი, რომელიც 144 წელიწადში ერთხელ იმართება და 400 მლნ ადამიანი მიიღებს მონაწილეობას
ინდოეთში დაიწყო ფესტივალი, რომელიც 144 წელიწადში ერთხელ იმართება და რომელშიც წელს 400 მლნ ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ theguardian.com იუწყება. ფესტივალის მთავარი ტრადიციაა წყალში ბანაო...
1736770952
ახალი ამბებისამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი შენდება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 16 ჰ...
1736768558
ახალი ამბებიკახა კალაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არავის გამოუვა, საქართველო კოლონიად აქციოს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არავის გამოუვა, დაიმონოს ის და კოლონიად აქციოს. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს...
1736766592
ახალი ამბებიკახა კალაძე კულებას განცხადებაზე: მძიმეა იმის მოსმენა, რომ საკუთარი შვილი ფრონტზე მოხალისედ არ გაუშვა მაშინ, როცა ჩვენგან პირდაპირ ომში ჩართულობას მოითხოვდნენ
„მინდა, კიდევ ერთხელ მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს ამ მძიმე მდგომარეობის დროს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინის ყოფ...