ბერძენი დედა 5 წელი მალავდა 7 წლის შვილის მკვლელობას და ცხედარს სახლის აივანზე ინახავდა - შემზარავი ამბის დეტალები

შემზარავი შემთხვევა მოხდა ათენში. ბერძენი დედა 5 წლის განმავლობაში მალავდა საკუთარი 7 წლის შვილის გარდაცვალების ამბავს, მისი ცხედარი კი მთელი ამ დროის მანძილზე სახლის აივანზე ჰქონდა გადამალული.
საბერძნეთის პოლიციამ, დღეს 5 წლის წინ გაუჩინარებული 7 წლის ბავშვის დედის და მისი პოლონელი მეგობარი კაცის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, აივანზე, ცემენტით აშენებულ, ყუთის ფორმის სამალავში მოთავსებული ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა.
გავრცელებული ინფორმაციით, დედა მთელი ამ დროის მანძილზე ირწმუნებოდა, რომ ბავშვი ბიოლოგიურ მამასთან ერთად, მამის მშობლიურ ქვეყანაში ცხოვრობდა.
შემზარავია დეტალები, რომელიც ცხადყოფს თუ როგორ გარდაიცვალა 7 წლის ბავშვი.
ბერძენი დედის პოლონელი მეგობარი კაცი, გამოირჩეოდა მისი საყვარელი ქალის ბავშვების მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრით და დასჯის სასტიკი მეთოდებით. ბავშვები სკოლაშიც ხშირად შეუმჩნევიათ სასტიკად ნაცემ მდგომარეობაში.
როგორც ირკვევა, პოლონელი კაცი, გამოწვეული ხმაურის გამო გაუბრაზდა 7 წლის ბავშვს და მისი დასჯა გადაწყვიტა. ბავშვი საიზოლაციო ლენტით ისე დააბა, რომ 7 წლის მოზარდი, უჰაერობით გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროს დედა იმავე ოთახში იჯდა და კომპიუტერს თამაშობდა.
ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, პოლონელმა კაცმა დედას უთხრა რომ ამ საქმეს თავად მოაგვარებდა.
34 წლის კაცმა, სახლის აივანზე ააშენა ცემენტის პატარა "სამარხი" სადაც ბავშვის ცხედარი მოათავსა. როგორც ცნობილია მანამდე ბავშვის ცხედარი საოჯახო ხელსაწყოების ყუთში ჰქონდათ დამალული.
რამდენიმე დღის წინ, საბერძნეთის პოლიციას მიაწოდეს ინფორმაცია, რომელმაც ნათელი მოჰფინა ბავშვის გაუჩინარების ამბავს.
ბერძენი დედა და მისი მეგობარი კაცი დაკავებულები არიან და მათ ჩადენილი დანაშაული უკვე აღიარეს.
ასევე საინტერესოა
🔴ათენის პოლიციამ, 30 უცხოელი "ჯიბის ქურდი" დააკავა
🔴სკანდალური ვიდეო TikTok-ზე ბოშები საბერძნეთის პოლიციის მანქანის კაპოტზე ცეკვავენ
1741103018
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს
ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...