როდის უნდა გავიკეთოთ სწრაფი ტესტი, როდის თვით ტესტი და როდის PSR? - ბერძენი ექიმების პასუხები

როდის უნდა გაიკეთონ მოქალაქეებმა სწრაფი ტესტი,  თვით ტესტი(self test) და PSR ტესტი? - ბერძენი ექიმების: გიკას მაიორკინისის და სპიროს საპუნასის პასუხები, კორონავირუსის ტესტებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე.

სწრაფი ტესტები და თვით ტესტები არსებითად ერთსა და იმავე ტექნოლოგიაზე, დაფუძნებული კორონავირუსის ანტიგენის გამოსავლენ ტესტებს წარმოადგენენ. იმ განსხვავებით, რომ თვით ტესტების გამოყენება შესაძლებელია დამოუკიდებლად სახლის პირობებში, სწრაფი ტესტი კი უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის წარმომადგენლის მიერ კერძო ან საჯარო სტრუქტურაში.  

PCR ტესტით შემოწმების გავლა საჭიროა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ ძლიერი კლინიკური ეჭვი COVID-19-ზე და ამავე დროს  სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითია. მაგალითად, ვირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათის მქონე პაციენტი უნდა შემოწმდეს მოლეკულური PCR-ტესტით. 

შეუძლია თუ არა სწრაფ ტესტს ომიკრონის შტამის აღმოჩენა ? 

Omicron-ის შტამის მიმართ, სწრაფი ტესტების დიაგნოსტიკური სანდოობის დასადგენად არაერთმა კომპანიამ ჩაატარა ცდები. დიდი ბრიტანეთის  ჯანმრთელობის უსაფრთხოების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მათ ვერ აღმოაჩინეს, რაიმე პრობლემა რაც ეჭვის ქვეშ დააყენებს სწრაფი ტესტის Omicron-ის მიმართ მგრძნობელობის საკითხს. 

მიუხედავად, იმისა რომ FDA-ს განცხადებით, სწრაფ ტესტს, ომიკრონის შტამის დასადგენად, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, არ აღმოაჩნდეს საკმარისი მგრძნობელობა, პრაქტიკაში მსგავსი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.  

სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი გამორიცხავს ვირუსის არსებობას ? 

მოლეკულურ PCR-თან შედარებით სწრაფ ტესტს დაავადების გამოვლენა ნახევარი ან ერთი დღის დაგვიანებით შეუძლია. 

ამ დროის განმავლობაში ვირუსული დატვირთვა ძალიან დაბალია და შესაბამისად, მისი გადაცემის შანსი ნაკლებად სავარაუდოა. არსებითად, სწრაფი ტესტის მიერ დადგენილი დადებითი პასუხი ემთხვევა დაავადების გადამდებ პერიოდს.  

ზოგიერთ შემთხვევაში, სწრაფი ტესტის ან თვით ტესტის პასუხი უარყოფითია და მოლეკულური ტესტის პასუხი კი დადებითი. რატომ ხდება ეს ?  

ამ შემთხვევათა უმეტესობა არის, როდესაც ვირუსული დატვირთვა ცხვირში დაბალია და გადაცემა ნაკლებად სავარაუდოა. ასევე, იმ შემთხვევებში, როდესაც ორგანიზმში არსებულ ვირუსს არ შესწევს სხვისი დაინფიცირების ძალა, მაგალითად, როგორც ეს ხდება,  დიაგნოზიდან 5-10 დღის შემდეგ.  და ბოლოს, შესაძლებელია, რომ ვაქცინაციით წარმოქმნილმა ანტისხეულებმა მოახდინოს ვირუსის ინაქტივაცია, რამაც შეიძლება  გამოიწვიოს უარყოფითი სწრაფი ტესტის, მაგრამ დადებითი მოლეკულური ტესტის პასუხის განვითარება, რაც განპირობებული იქნება ან დაბალი დატვირთვის ან დაქვეითებული (დაზიანებული) ვირუსული ნაწილაკების გამო. 

რა უპირატესობა გააჩნია სწრაფ ტესტს და თვით ტესტს მოლეკულურ PCR- ტესტთან შედარებით? 

უპირველეს ყოვლისა მათი დაბალი ღირებულება, რაც საშუალებას იძლევა გაიაროთ შემოწმება რამდენიმეჯერ იმავე თანხის ფარგლებში რაც ჯდება PCR ტესტი.  ასევე, ის ფაქტი რომ PCR ტესტის გაკეთების შემდეგ პასუხს უნდა ველოდოთ, რამდენიმე საათი ან მთელი დღე (იმის მიხედვით თუ რამდენად გადატვირთულია სისტემა). 

PCR ტესტით შემოწმების გავლა აუცილებელია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ COVID-19 ინფექციისთვის დამახასიათებელი ძლიერი კლინიკური ნიშნები და ამავე დროს, სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. 

ისეთი ეპიდემიური მდგომარეობის დროს, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით, სწრაფი ტესტები და თვით ტესტები ყველაზე  სასარგებლო საშუალებაა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი COVID-19 დაავადების გავრცელებას. 

დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის  შემთხვევაში, რამდენად ხშირად უნდა გავიაროთ სკრინინგი? 

ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების მართვის კომიტეტის მითითებების თანახმად, პირები, რომლებსაც ჰქონდათ კონტაქტი COVID-19-ის შემთხვევებთან, კონტაქტიდან მე-5 დღეს უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება. 

ასევე, კოვიდ 19 - ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტისას რეკომენდებულია, მოქალაქემ მე-3 დღიდან მე-7 დღემდე, ყოველდღიურად გაიაროს შემოწმება თვითტესტის საშუალებით.  

ასევე საინტერესოა

🔴4 წლის შემდეგ დედამ პირველად მოისმინა მისი გარდაცვლილი შვილის გულისცემა (ვიდეო)

🔴საბერძნეთში, დიდი ფასდაკლებები იწყება - ხვალ მაღაზიები ღია იქნება

🔴„მომდევნო 5 წლის განმავლობაში შესაძლოა, საჭირო იყოს წელიწადში ერთი ან ორი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება“ - ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741508138

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

 2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

 მაკა ბოჭორიშვილი

1741506332

მსოფლიო

მასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა

„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი  მილიარდერი ილ...

ილონ მასკი

1741504157

ახალი ამბები

საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

 გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...

ამინდი

1741465889

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა

9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...

საქართველოს ნაკრებ

1741464309

მსოფლიო

ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს

ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...

ჩინეთიჩინეთი