საბერძნეთის პოლიციამ 9 წლის ჯორჯინას საფლავიდან პლანშეტი ამოიღო - გარდაცვლილი სამი დის საქმის, ხმაურიანი გამოძიების ახალი დეტალები

საბერძნეთში, სამი არასრულწლოვანი დის გარდაცვალების საქმის, გამოძიება გრძელდება.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით, საბერძნეთის პოლიციამ 9 წლის ჯორჯინას საფლავი გახსნა საიდანაც, პლანშეტი ამოიღო, რომელიც ოჯახმა გარდაცვლილ გოგონას, როგორც საყვარელი ნივთი საფლავში ჩაუდო, პოლიცია კი ვარაუდობს, რომ ელექტრონული მოწყობილობა შესაძლო ბევრ საიდუმლოს მალავდეს, რომელიც გამოძიების მსვლელობას სწორ გზაზე დააყენებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საფლავის გახსნას ესწრებოდა სამედიცინო ექსპერტი, პროკურორი, მღვდელი, ოჯახის ახლობლები და კერძო დეტექტივი, რომელიც გარდაცვლილი გოგონების მშობლების მიერ დაქირავებული სახლის, დიასახლისის უეცარი გარდაცვალების საქმეს იძიებს.
საფლავიდან ამოღებული ტაბლეტი, საბერძნეთის პოლიციის სასამართლო ლაბორატორიაში გადაიგზავნება, სადაც დადგინდება შეიცავს თუ არა ის ჯორჯინას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას.
როგორც ცნობილია ბავშვის საფლავში ტაბლეტის ჩადების იდეა მის დედას, რულა ბისპირიგუს ეკუთვნოდა, რომელსაც საბერძნეთის პოლიცია, გამოძიების სამხილებზე დაყრდნობით, 9 წლის ქალიშვილის მკვლელობას ედავება, ის ამ ეტაპზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
გარდაცვლილი სამი დის მამის განცხადებით, დედამ თითოეული ბავშვის საფლავში მათთვის საყვარელი ნივთი მოათავსა, რომელიც ჯორჯინას შემთხვევაში პლანშეტი იყო.
ასევე საინტერესოა
🔵საბერძნეთის პოლიციამ, რუსეთის მხარდამჭერ ავტოკოლონაზე თავდასხმისთვის ორი ქართველი დააკავა
1745164477
მსოფლიოაშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. ამის შესახებ BBC იუწყება. მომიტინგეებმა სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატე...
1745160046
მსოფლიოPolitico: აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ „ექსპერტების დონეზე“ მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გააგრძელებენ
ირანის ბირთვულ პროგრამაზე 19 აპრილს რომში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მორიგი ორმხრივი შეხვედრა ექსპერტების დონეზე გამართონ. ამის...
1745153818
მსოფლიოვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაიკითხა
კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, თუმცა საზეიმო მესას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უძღვება პაპი ფრანცის...
1745152346
მსოფლიოღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუწო...
1745148150
მსოფლიოკიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაე...