2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

რთული და მოუსვენარი დღეა. ჰოროსკოპი ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება და მოულოდნელად შექმნილი უსიამოვნო სიტუაციებიდან გამოსავლის ძებნა მოგიწევთ. მზად იყავით, რომ ეს იმაზე მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე ვარაუდობდით. გჯეროდეთ საკუთარი თავის და ეცადეთ, მომხდარში დადებითი მხარეები დაინახოთ. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანს, ვისგანაც მომავალში ბევრს ისწავლით.

კურო

გვერდზე გადადეთ საყოფაცხოვრებო პრობლემები - ეს დღე ხელსაყრელია სერიოზული საქმეების საკეთებლად. იმ მოცულობის სამუშაოს, რომელსაც დღეს გეგმავთ, მარტო ვერ გაუმკლავდებით, ამიტომ თანამოაზრეები უნდა იპოვოთ. გამონახეთ დრო სასიამოვნო საქმეებისთვისაც - საინტერესო წიგნი წაიკითხეთ ან საგანმანათლებლო მოგზაურობაში გაემგზავრეთ. შესაძლოა, საღამოს საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მიღებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

უჩვეულო სიტუაცია, რომელშიც დღეს აღმოჩნდებით, გაიძულებთ, ბევრ საკითხს სხვა თვალით შეხედოთ და განსხვავებულად შეაფასოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს ემოციები აკონტროლეთ და თავს უხეშობის ან ირონიის უფლება არ მისცეთ - ეს დიდი ხნით გააფუჭებს ურთიერთობას, რომელსაც ძალიან უფრთხილდებით. ეცადეთ თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა ურთიერთობებში გამოიყენოთ.

კირჩხიბი

აქტიური და მოვლენებით მდიდარი დღეა. ეს დღე რომ ნაყოფიერი იყოს, მკაფიო სამოქმედო გეგმა უნდა შეადგინოთ და პრიორიტეტები დაისახოთ. უმჯობესია დღის პირველ ნახევარში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულოთ და საღამოსთვის მეორეხარისხოვანი საქმეები შემოინახოთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის გაძლიერებაზე - ზამთარი მოახლოვდა.

ლომი

კარგი განწყობა მთელი დღის განმავლობაში დაჰყვება. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, წარსული გამოცდილება და ძველი შეცდომები არ დაგავიწყდეთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, მენეჯმენტი თქვენს საქმიან თვისებებს შენიშნავს და დააფასებს. ეცადეთ არ გადაიღალოთ, რადგან ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. სასურველია, რომ საღამო სუფთა ჰაერზე, მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.

ქალწული

ამ დღეს პრობლემები ისეთ დროს შეგექმნებათ, როცა არ ელით. იძულებული იქნებით, რომ გართობისა და დასვენების შესახებ დაივიწყოთ და მთელი ყურადღება მნიშვნელოვან საქმეებზე გადაიტანოთ. სწრაფი და პრინციპული მოქმედების დამსახურებით შეიძლება ზოგ რთულ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს. გირჩევთ, საღამო მშვიდად და მოდუნებულად გაატაროთ და ძალები აღიდგინოთ.

სასწორი

გარემოებები სწრაფად იცვლება, ამიტომ აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ემოციები. ძალებს მეორეხარისხოვან ამოცანებზე ნუ დახარჯავთ და მნიშვნელოვანი საქმისთვის შემოინახეთ. შესაძლოა, თქვენმა აქტიურობამ გავლენიანი ადამიანების ყურადღება მიიქციოს და მომავალი პროექტებისთვის სპონსორი აღმოაჩინოთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა ან ბუნებაში დასვენება ძალას შეგმატებთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/2-noembris-astrologiuri-prognozi-4476

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730470396

საზოგადოება

ვალენსიაში სტიქიას 28 წლის ესპანელი ფეხბურთელი ემსხვერპლა

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში წყალდიდობას 28 წლის ფეხბურთელი, ხოსე კასტილეხო ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, კარიერის დასაწყისში ის საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ აკადემიაში თამაშობდა. „საფეხბურთო კლუბი „ვალენს...

ესპანელი ფეხბურთელი

1730466636

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7264 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7427 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ვალუტის კურსი

1730465080

საზოგადოება

„არაფრის დამალვას არ ვაპირებ, ღიად ვიზამ ამიერიდან ყველაფერს, სუსიც ფეხებზე მკიდია, პროკურატურაც, პოლიციაც და რაჟდენიც“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და მომხმარებლებს მისთვის კარვების მიწოდებას სთხოვს.  „ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ -...

ნიკა გვარამია

1730461937

საინტერესო ამბები

რა ასაკში შეიცვლება თქვენი ცხოვრება 180°-ით და როგორ გამოვთვალოთ საუკეთესო ასაკი ცხოვრებაში?

რიცხვები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში და შეიძლება მიუთითებდეს ბედზეც კი. რიცხვების გავლენას ადამიანზე ნუმეროლოგია სწავლობს. თქვენი დაბადების თარიღზე დაფუძნებული ჰოროსკოპი შეიძლება მიუთი...

რიცხვები

1730457292

ჰოროსკოპი

„ეს არის ჯადოსნური დრო, ჩამოწერეთ ფურცელზე სურვილები“ - 1-ელი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 1-ელი ნოემბრის შესახებ საუბრობს. „დღეს ახ...

ხათუნა ნოელი