4 ნიშანი, რომელიც არასდროს მოკვდება სიღარიბეში

"თუ ღარიბად დაიბადები შენი ბრალი არ არის, მაგრამ თუ ღარიბი მოკვდები, ეს უკვე შენი ბრალია" - ეს სიტყვები Apple-ის თანადამფუძნებელს, სტივ ჯობს ეკუთვნის. მართალია, შრომა მნიშვნელოვანია, მაგრამ, შესაძლოა, გამდიდრებისას ბედისწერამ (როგორც ხშირად ეძახიან, ფორტუნამ) გადამწყვეტი როლი ითამაშოს. გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც სიღარიბეში არასდროს დაიხოცებიან:
1. ქალწული
სხვა ნიშნებთან შედარებით, ქალწული ყველაზე რაციონალურია და კრიტიკულ სიტუაციებშიც კი ცივი გონებით მოქმედებს. მას აქვს დისციპლინა, ახასიათებს გეგმიურობა და არასდროს უხვევს გზიდან. იგი მიდრეკილია სტაბილურობისკენ, ამიტომ როგორც კი ფულის შოვნას იწყებს, ინახავს ან გონივრულად აბანდებს მას. გამდიდრებაში ქალწულს თავისი პერფექციონიზმიც ეხმარება. ბოლოს და ბოლოს, ის უიშვიათესი გამონაკლისია, რომელიც არასდროს დაიწუწუნებს ბევრი სამუშაო მაქვსო, უბრალოდ, თავს ჩახრის და საქმეს შეუდგება.
2. მორიელი
ქარიზმატული მორიელების შეჩერება შეუძლებელია! ისინი ყოველთვის იღებენ სასურველ შედეგს. ეს ნიშანი ადვილად მდიდრდება, მაგრამ რისკის სიყვარულის გამო, ხშირად სწრაფადვე კარგავს ქონებას, თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ყოველთვის იბრუნებს უწინდელ მდგომარეობას ან უკეთეს რეალობას იქმნის. მორიელები ადამიანებს ან ნუსხავენ, ან აშინებენ - ასე ახერხებენ მათ მართვას. მორიელს ბრწყინვალე ალღო აქვს, რომელსაც აქტიურად იყენებს საქმეში. ყოველივე ზემოხსენებულის გარდა, მორიელებს ახასიათებთ ცნობისმოყვარეობა, რაც ხშირად უბიძგებთ ინფორმაციის შეგროვებისა და ექსპერიმენტებისკენ. 21-ე საუკუნეში კი არაფერი გამდიდრებს ისე, როგორც საჭირო ინფორმაციის ფლობა და მისი სწორად გამოყენება.
3. კირჩხიბი
არ არსებობს კირჩხიბზე ხელმომჭირნე ნიშანი. მაშინაც კი, როცა კირჩხიბს მცირე შემოსავალი აქვს, ფულის გადანახვას ახერხებს. საქმე ისაა, რომ ამ ნიშანს სიკვდილივით ეშინია - შესაძლოა, უფრო მეტადაც კი - უფულოდ დარჩენის, რადგან სიტუაციაზე კონტროლს კარგავს და აღარ იცის როგორ მოიქცეს. კირჩხიბები ძალიან კრეატიულები არიან და ინოვაციურად აზროვნებენ, რაც იდეების გაყიდვაში ან მაღალანაზღაურებადი პოზიციების დაკავებაში ეხმარებათ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სანდო ადამიანები არიან, რასაც სხვები ქვეცნობიერის დონეზე გრძნობენ, ამიტომ ყველას მოსწონს კირჩხიბთან ერთად მუშაობა და არც ხელფასზე აწუწუნებენ.
4. თხის რქა
იშვიათად ნახავთ თხის რქას, რომელიც გართობაში ხარჯავს ფულს. მას ურჩევნია თანხა შეაგროვოს და ბიზნესი წამოიწყოს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ნიშანს ფულის შოვნის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. ხშირად თხის რქები ადრეული ასაკიდანვე იწყებენ მუშაობას, რაც გამოცდილების სხვებზე ადრე შეგროვებაში ეხმარებათ.
თუ ამ 4 ნიშნიდან, რომელიმე ხართ, ძალიან გაგიმართლათ! ვარსკვლავები გარანტიას გაძლევენ, რომ სიღარიბეში არ მოკვდებით. შესაძლოა, ახლა თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელო იყოს, მაგრამ სიტუაცია მალე უკეთესობისკენ შეიცვლება.
წყარო:ambebi.ge
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 გაინტერესებთ რა ბედი დაგყვათ თქვენი დაბადების რიცხვის მიხედვით? - მიხეილ ცაგარელის განმარტება
🔵"ომიკრონს" ვერაფერი გააჩერებს - ივანე ჩხაიძე
🔵არ დაგვავიწყდეს ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ - ბიძინა კულუმბეგოვი „ომიკრონის“ შტამზე
1741890044
საზოგადოებაქართველი მოჭიდავე რომეო ბერიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარ...
1741888293
საზოგადოება2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა
2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15,4% -ით მეტია. ახალ მონაცემებს სტატისტ...
1741887911
საზოგადოებაბექა დავითულიანი - თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს, საკითხი ამოწურულია, სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა
სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და, ვისაც რეალურად ამის სურვილი ჰქონდა, განაგრძოს თავისი საქმის კეთება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითული...
1741887745
სპორტიქართველი მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპა...
1741887016
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო....