ბატონი ბრძანდებით მეთქი და ყოველ ღამით, ძილის წინ კი განვისვენებდი შუა „ზალაში“ - ემიგრანტის წერილი

ემიგრანტი ლელა თოლორდავა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც მკითხველა სუცვლელად ვთავაზობთ.
„რაც იტალიაში ვარ, შიში არ მშორდება, ძილის დროს თავში არაფერი დამეცეს...
ამბავი „სინიორ“ დომენიკოს სახლიდან უნდა დავიწყო... იმედია, გახსოვთ, როგორ ამოხადა შიმშილით სული საკუთარმა ქალიშვილმა. ამ ამბავზე წიგნი - ,,ბადანტე" რომ მაქვს დაწერილი, უკვე იცით...
დომენიკო ბაბუს სახლში ,,სტანცია და ლეტო" (საძინრბელი ოთახი) არ მქონდა და მისაღებ ოთახში ვიძინებდი, გასაშლელ დივანზე...
იმ დივნის თავზე ეკიდა დიდი სურათი, მოჩუქურთმებულ ჩარჩოში ჩასმული, მინით დაცული...
დიდ ხიფათს ვხედავდი იმ რეპროდუქციაში... ერთი-ორჯერ კიდეც დამესიზმრა, თითქოს ჩამოვარდა და დამეცა თავზე...
არ ვიცი, სინიორ დომენიკომაც ნახა მსგავსი სიზმარი, თუ რა მოხდა, ერთ დღესაც გამომიცხადა, - დივანი ოთახის ცენტრში გამოაჩოჩე, მეშინია, სურათი არ ჩამოვარდეს და არ დაგეცეს თავშიო... შენ რომ რამე დაგემართოს, მე მოვკვდებიო, შენ ხარ ჩემი პატრონიო...
აგაშენა ღმერთმა, მეც კი ვყავდი შიშსს ატანილი, მაგრამ, ვერ ვიღებდი ხმას... ისე რომ ჩამოვხსნათ?! შევბედე...
ნოო!!!!! ეს სურათი მია მოლიემ (ჩემმა მეუღლემ) დაკიდა და ხელს ვერ ვახლებთო...
ბატონი ბრძანდებით მეთქი და ყოველ ღამით ძილის წინ გამოვაჩოჩებდი დივანს და კი განვისვენებდი შუა „ზალაში“
უსაფრთხო ძილი დიდხანს აღარ გაგრძელდა...
წამოსვლის წინ სინიორ დომენიკომ მითხრა, ფატიმას (მაროკოელი ბადანტე, რომლის დროებით შემცვლელიც ვიყავი) არ ვეტყვი, რომ გამოსწიოს დივანიო...
ბრაზობდა მაროკოელ ბადანტეზე და მისი დანახვა არ უნდოდა, სამაგიეროდ, ძუნწი გრაციელა იყო აღფრთოვანებული, მის მოთხოვნებს ზედმიწევნით ასრულებდა, მხოლოდ შაბათს რთავდა ლავატრიჩეს ( სარეცხის მანქანა), შესაბამისად წყალს და დეტერსივს (სარეცხი საშუალება) ეკონომიურად ხარჯავდა ... მე კი ყოველ დღე ვუცვლიდი ბაბუს და შესაბამისად ყოველ დილით რიხინებდა ძველისძველი ლავატრიჩე (სარეცხი მანქანა) ბაბუ კი მყავდა მოვლილი, მაგრამ...
დეტალებზე აღარ შევჩერდები, ვისაც გაინტერესებთ, იხილეთ ჩემს წიგნში ,,ბადანტე"...
ახლა ფრანჩესკო ბაბუს სახლში გადავიდეთ. იქ ერთ მოცუცქნულ ოთახში მეძინა. საწოლის თავზე დიდი სარკე ეკიდა... თავიდანვე ცუდად მომხვდა თვალში, მაგრამ, არაფერი არ ვთქვი... ხედავთ, ხომ, როგორ დამყვება ხიფათი ფეხდაფეხ...
მერე, რომ მოვშინაურდი, ის იყო დავაპირე მეთქვა, მეშინია, ეს სარკე თავში არ დამეცეს-თქო... ფრანჩესკუნიამ დამასწრო და ლელა, წამოდი შენს ოთახში, სარკეს შევუცვალოთ ადგილი, მეშინია ძილში თავზე არ დაგეცესო... უყურე შენ, რავა დომენიკო ბაბუასავეთ მიფრთხილდება ...
სარკის ადგილზე თავისი მეუღლის ხელით მოქარგული მადონას უჩარჩოო ხატი დამიკიდა...
ახლა, დავტოვოთ რეჯო კალაბრია და ტოსკანაში გადმოვინაცვლოთ...
აქ ნორმალური საძინებელი მაქვს, მაგრამ, ერთი დიდი ნაკლი აქვს... ჩემი საწოლი დიდი გარდერობის ქვეშაა მოქცეული... კი ვეპაწკურე, იქნება გამოვაჩოჩოთქო, მაგრამ, ერთი მთლიანი კონსტრუქციაა...
ახლა, ვანიას (ბებოს ქალიშვილს) იმას ხომ არ გამოვუცხადებ, მეშინია, ძილში გარდერობი არ დამეცეს თავშითქო... ჰოდა, კი ვარ გაყუჩული. ერთ მიწისძვრას კი გაუძლო ჩემს აქყოფნაში , ამიტომაც ცოტა დავმშვიდდი...
გზადაგზა სიზმრებს ვხედავ, როგორ იშლება გარდერობი და ყველაფერი როგორ მეყრება თავზე ...ბოლო სიზმარი წუხელ ვნახე...
იმედია, ისე დავტოვებ ამ კედლებს, ცუდი სიზმარი არ ამიხდება...
თუ მაინცდამაინც სიზმრის ახდენაზეა საქმე, ის მაინც ამიხდეს, გუშინწინ რომ ვნახე...
ილოცეთ ჩემზე...
P.S. ორი წლის წინ დაწერილია ეს ამბავი, ფეისბუკმა გამახსენა ეს წუთია. რადგანაც ძველ მეგობრებს მოსწყინდათ ჩემი ამბების კითხვა, ახალი მეგობრებისთვის ხელმეორედ გამოვაქვეყნებ , მათთვის ახალი ამბავი იქნება ,,ახალი ამბავი ძველ გაზეთში"“ - წერს ლელა თოლორდავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 “უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაცია, თითოეული ემიგრანტის მორალური პასუხისმგებლობაა” - ხათუნა შარაძე
📌 ემიგრანტის წერილი: „ვზივარ მოსაცდელ დარბაზში, ბევრი ბადანტედქცეული ჩვენებურია“
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...